| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრებმა პროექტის - „შეისწავლე შენი მხარე“, ფარგლებში შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ და მოენახულებინათ სოფელ ხოტევის ციხე და მთავარანგელოზის ეკლესია.
მოსწავლეებმა, ინტერესით დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები, ერთმანეთს აზრები გაუზიარეს, და მოკლედ ისაუბრეს აღნიშნული ძეგლების შესხებ.
ბავშვებმა ძეგლების ისტორიაზე ისაუბრეს:
„ხოტევის ციხე აგებულია მე-17 საუკუნის ბოლო მეოთხედში თავად მერაბ წულუკიძის მიერ. ციხე-სიმაგრე ორსართულიანი ყოფილა და გარს ერტყა გალავანი. ხოტევის ციხე ძალიან მტკიცე და რთულად ასაღები ყოფილა. იგი ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია, შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. გადმოცემის თანახმად, სახელწოდება ხოტევი მოდის ფრაზიდან - „ხო ტევიხართ ციხეში“, რომელიც მეფეს უთქვამს მეციხოვნეებისთვის, შემდეგ კი სოფელსაც ეს სახელი დარქმევია. ხოტევის ციხე პირდაპირ უყურებს ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესიას, რომელიც მე-17 საუკუნეშია აგებული. ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შინ შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა