სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ინიციატივების გაზიარება და პედაგოგთა სასწავლო ვიზიტი - დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტი გორელოვკის N3 სკოლაში
09-11-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ევროკავშირის პროექტი - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომელიც სკოლაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

პროექტის შედეგები კი მოსწავლე-მასწავლებლებმა კონფერენციაზე გააზიარეს. 

კონფერენცია 16-19 ოქტომბერს, ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel-ში გაიმართა და პროექტის შედეგების და მოსწავლეთა ინიციატივების გაზიარებას დაეთმო. 

კონფერენციაში სკოლიდან სამი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მოსწავლეთა ინიციატივები და მიღწეული შედეგები.

აღსანიშნავია დათო ბერიძის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც მან ისაუბრა განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე და უპასუხა შეკითხვას: რა ცვლილებები მოიტანა პროექტმა სკოლასა და მოსწავლეებში?

მოსწავლემ ისაუბრა, თავად რა ისწავლა, რა გამოცდილება მიიღო, ასევე ყურადღება გაამახვილა მოსწავლეთა გააქტიურებაზე, საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასა და სასკოლო ცხოვრებაში პასუხისმგებლობის გაზიარებაზე.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ ახალი პროექტის იდეას - „ცვლილებების ოსტატი“, რომელიც ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების გაცნობის საინტერესო გამოცდილება იყო.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დემოკრატიული სასკოლო გარემო მოსწავლეთა ხმას, იდეებსა და მონაწილეობას ეფუძნება. ერთ მერცხალს მოჰყავს გაზაფხული! ერთი მოსწავლის იდეასაც შეუძლია ცვლილების დაწყება, ხოლო ერთობლივ ძალისხმევას - მისი რეალობად ქცევა. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი აქტიური მონაწილეობით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების შესახებ საინტერესო გამოცდილება გაიზიარეს პედაგოგებმა პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტისას. 

26-30 ოქტომბერს, პედაგოგები, პორტუგალიაში გაემგზავრნენ. შეხვედრების მთავარი თემა იყო - სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება (SPB) და მოსწავლეთა დემოკრატიული ჩართულობა.

ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგები ეწვივნენ ბრაგას, გიმარაეშს, კაშკაიშს, ლისაბონსა და ფაროს, სადაც გავეცანით პორტუგალიის მუნიციპალიტეტებისა და სკოლების გამოცდილებას მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერისა და განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს: თავად გამოავლინონ სასკოლო გარემოში არსებული საჭიროებები; წამოაყენონ იდეები და შეიმუშაონ პროექტები; მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; კენჭისყრით შეარჩიონ პრიორიტეტული ინიციატივები; აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი იდეების განხორციელებაზე.

„გავეცანით ახალგაზრდული მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკას, მუნიციპალიტეტებისა და სკოლების თანამშრომლობას, მოსწავლეთა საბჭოების მუშაობასა და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს.

ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დემოკრატია სკოლაში მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის - ის იწყება მაშინ, როდესაც მოსწავლეს უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ და რეალური ცვლილებების შექმნის შესაძლებლობას აძლევენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოში სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის განვითარებისა და სკოლებში მოსწავლეთა აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება