| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს, გათვალისწინებულია სკოლებსა და ბაღებში პერსონალის ანაზღაურების ზრდა, მათ შორის, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სადამრიგებლო დანამატი 2027 წლის სექტემბრიდან გაორმაგდება; შესაბამისად, თუ კლასის დამრიგებლები აქამდე დაახლოებით 80 ლარს იღებდნენ, სექტემბრიდან ხელზე ასაღები დანამატი 160 ლარის ფარგლებში იქნება:
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 2 099,2 მლნ ლარი, რაც პროექტის პირველად ვერსიას 16,3 მლნ ლარით აღემატება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა. გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია სადამრიგებლო დანამატის გაორმაგება;
პროფესიული განათლება - 263,0 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 15,0 მლნ ლარით);
უმაღლესი განათლება - 266,7 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 19,0 მლნ ლარით). პროგრამის ფარგლებში 105,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 97,3 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება - 138,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 11,0 მლნ ლარით);
ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 26,5 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 4,0 მლნ ლარით).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა