| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს სასწავლო -შემეცნებითი პროექტი - „გონების კოდი“, რომლის მიზანია როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება.
ახლახან, სკოლაში პროექტის შემდგომი ეტაპი ჩატარდა.
„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა. ამის საფუძველს გვაძლევს დღევანდელი თამაში, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეებში აზროვნების სურვილის გამღვიძებელი აღმოჩნდა
პროექტის ავტორმა დღევანდელი შეხვედრა სრულიად განსხვავებულ ფორმატში წარმართა. „ისტორიული დეტექტივი“ განსაკუთრებით მოუხდა IX კლასის მოსწავლეებს, რადგან მათ უბრალოდ ისტორიული ფაქტების გახსენება კი არ უწევდათ, არამედ მინიშნებების გაანალიზება, ვერსიების გამორიცხვა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა. მოსწავლეებს ეძლეოდათ მინიშნებები, მათი ამოცანა კი იყო, რაც შეიძლება ნაკლები მინიშნების გამოყენებით გამოეცნოთ ისტორიული პიროვნება, მოვლენა ან ადგილი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები ავითარებს კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას, დაკვირვების უნარს, ცოდნის გამოყენებისა და არგუმენტირებული მსჯელობის კულტურას.
„გონების კოდი“ გრძელდება! მომდევნო ტური ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება. ამჯერად ინტელექტუალურ გამოწვევაში მე-10 კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
„წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოცანა, აღმოჩენა და ინტელექტუალური გამოწვევაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა