სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა
14-06-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების ინიციატივით, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია პროექტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

აღნიშნულ პროექტში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მანანა ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, VIბ კლასის მოსწავლეები - ვაჟა ფოლადიშვილი, ნიკა ზარიაშვილი, ელენე კრავჩუკი, ლიზი პეტრიაშვილი, ირმა ავანაშვილი, ლიზი მეგრელიშვილი, მათე დალაქიშვილი, ლიზი ზანგური, სანდრო კენკიშვილი, გიორგი ხოსროშვილი, გვანცა ჯიქური, მარიამ ავსაჯანიშვილი სხვადასხვა აქტივობებით ჩაერთნენ და დასასრულს საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ვაჟა-ფშაველას სიტყვები - „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“.

„აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციების გამოყენებით, ხელნაწერი კედლის გაზეთი გამოსცეს და მასზე ბუმბერაზი ვაჟას უკვდავი სიტყვები დაიტანეს:

ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით ახლოს იდგა საქართველოს ბუნებასთან, მის მთასთან, „უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა“,- წერდა ის. 

მას, მხოლოდ მას შეეძლო მთებისთვის მოეთხოვა სიმღერა; „რატომ არ მღერით მთებო?" - ეკითხებოდა ის და საკუთარ დარდებს ანდობდა. ვაჟამ იცოდა, რომ მთასაც შეეძლო ადამიანივით ფიქრი და მათი აზრების ამოკითხვას ცდილობდა. „თქვე კარგებო!“ - მხოლოდ მას შეეძლო ასე მოფერებოდა მთებს. „ნისლი ფიქრია მთებისა, მათი კაცობის გვირგვინი“, - მიაჩნდა პოეტს და ადამიანებივით ესაუბრებოდა მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტში ჩართულობამ მოსწავლეებს აკადემიური, შემოქმედებითი, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები განუვითარა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება