სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 სკოლაში, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა, მოსწავლეებთან ერთად, ინოვაციური პროექტი განახორციელა 
09-06-2023
-
+


ჟიული შარტავას ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლა წიგნიერ თაობას ზრდის, პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლიან. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი „პარნასი“. 

„პარნასის“ ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ელენე შაბურიშვილმა, კლუბის წევრებისა და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში წარადგინა ინოვაციური პროექტი აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელის“ მიხედვით.

გაიწერა პროექტის მიზნები:

  • კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება;
  • პერსონაჟთა ფსიქოტიპების ამოცნობა;
  • საკუთარი თავის სხვათა ადგლას დაყენება, ტრანსფერი;
  • მთავარი სათქმელის გამოკვეთა;
  • სამართლის ცოდნის ამაღლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათავისება;
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობის პირველ ეტაპზე მოკლედ მიმოიხილეს სწავლა-აღზრდის საკითხი ქართულ მწერლობაში.

პროექტის მეორე ეტაპზე ნახეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი, შეადარეს, ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებებზე.

მესამე ეტაპზე მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნის საფუძველზე  დაწერეს ესე თემაზე - „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“ და სასკოლო საზოგადოებას შემოქმედებითად გაუზიარეს საკუთარი ხედვა და მოსაზრებები.

მეოთხე ეტაპზე კლუბის მუშაობისას წარიმართა დისკუსია თემაზე - ბათუსა და ჰაჯი უსუფის გადაწყვეტილების მართებულობა. 

პროექტის შეჯამება იყო იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო - საფარ-ბეგის გასამართლება. სხდომა სასამართლო პროცესის სრული წესებით მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა კარგად მოირგეს მოსამართლის, ბრალმდებლის, ადვოკატის, ნაფიცი მსაჯულების, ბრალდებულისა და მოწმეების როლები.

ლიტერატურულმა სასამართლომ წარმატებით ჩაიარა.

პროცესს ესწრებოდნენ დირექციის, კათედრის წარმომადგენლები და მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.

„ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოაზროვნე თაობებს ზრდიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება