სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების მიმართულებით ჩატარებულ შემაჯამებელ ღონისძიებას სტუმრობდნენ
07-06-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოწყობილ მასშტაბურ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა არაერთი პროექტები განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში, მოსწავლეებმა პროექტები სწორედ მათთან თანამშრომლობით განახორციელეს. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ სამიზნე სკოლებთან წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმერეთის რეგიონში 249 პროექტიდან, 38 პროექტი ქუთაისის საჯარო სკოლებმა, 25- ხონის (პროექტში ჩართულმა) საჯარო სკოლებმა, 25 -ზესტაფონის საჯარო სკოლებმა განახორციელეს.

აღნიშნულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე და პროექტში ჩართული პედაგოგები: შორენა გუბელაძე და ელიზა ლიპარტელიანი, კლუბის ლიდერი მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა გვანცელაძე, იყვნენ მიწვეული.

„წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში ჩართულ სკოლებს და მათ შორის ჩვენი სკოლის გუნდს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოოტები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება