| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა სიღმისეულ სწავლებასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას მოიაზრებს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით - „ტექსტი და მისი კინოვერსია“, რომლის თემა იყო - „ფესვები“.
პროექტს პედაგოგი ნინი სესიტაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „მიწის ყივილი“ და უყურეს გუგული მგელაძის ფილმს - „ფესვები“.
მე-9 კლასელებმა ისაუბრეს მათ შორის კავშირსა და განსხვავებაზე, გაავლეს პარალელები ფილმსა და ნაწარმოებს შორის.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს:
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა როგორც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მთავარი სათქმელი, ისე მისი ეკრანიზაცია სიღრმისეულად გაიაზრეს და გაანალიზეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა