სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
06-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებში ერთვებიან. 

ამჯერად, 3 ივნისს პროექტი - „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“ გაიმართა. მასში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის და წეროვანის N3 საჯარო სკოლის დევნილი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტი გაცნობა-დამეგობრების აქტს, სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციებით, „სამშვიდობო განათლების“ ფარგლებში, წარმოადგენდა. მისი ავტორი - სოფიკო გორგილაძეა. პროექტის გენერალური სპონსორია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isnc. აქტიური მხარდამჭერი და განმხორციელებელი სკოლის პედაგოგები და უშუალოდ მისი დირექტორი ლალი მელივა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ხელმძღვანელების მიერ შერჩეული პროფესიონალი პედაგოგების მხრიდან, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა სხვადსხვა აქტივობებით დახმარებოდნენ მოსწავლეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე სტუმრებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, ჰქონდეთ განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის, პატივისცემისა და მიმღებლობის უნარი.
ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოქვა სკოლის დირექტორმა- ლალი მელივამ, სადაც ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან საჭირო და მეტად სასარგებლო თანამშრომლობაზე.
პროექტის ავტორმა სოფი გორგილაძემ დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ აღნიშნული შეხვედრა ტარდება პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

შემდეგი ეპიზოდი ლიტერატურული ნაწილი გახლდათ, სადაც ფილოლოგმა, პოეტმა, მთარგმნელმა მარი თაბაგარმა საკუთარი ლექსები წარადგინა და ამით დარბაზში მყოფი საზოგადოებას არაჩვეულებრივი განწყობა შეუქმნა.
სკოლაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით სიამაყის მომგვრელია სკოლის ახალგაზრდა კოლეგების პროფესიონალური ჩართულობა სამოქალაქო განათლების, ისტორიისა და რელიგიის მიმართულებით.

ასევე, გური ბაბილოძემ საკუთარ თავზე აიღო და წარმატებით გაართვა თავი ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს - მისი მითითებით მოსწავლეებმა ერთმანეთი წარმოიადგინეს როლური თამაშით: „მე ვარ შენ“, რასაც მოჰყვა რამდენიმე აქტივობა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამგვარმა ჩართულობამ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ყველა თაობისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - გამოხატვის თავისუფლების საოცარი მუხტი და ძალა; ასევე გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უმნიშვნელოვანესი პრინციპები და გარდაუვლად გასათვალისწინებელი დეტალები იმისათვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდობიანი დიალოგით, მოსმენის კულტურით, სხვისი აზრის პატივისცემით მნიშვნელოვანი შედეგი დადგეს.

პროექტის ფარგლებში, ისტორიკოსმა - გოგიტა ბარბაქაძემ თანამედროვე სამყაოში არსებული მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხები განიხილა ისტორიულ ჭრილში და ამ თემებზე მსჯელობით კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ სამი დროის უწყვეტ და გარდაუვალ კავშირებზე, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაზე და ყოველივე ამის გათვალისწინებით ახალი სამშვიდობო მისიების განხორციელება. კატეხიზმოს პედაგოგმა გუგა ბენდელიანმა მოსწავლეებს წაუკითხა მცირე ლექცია - „საღვთო მშვიდობა“, სადაც განმარტა მცნების არსი და ზოგადად სიმშვიდის, მშვიდობის მნიშვნელობა პიროვნული განვითარებისთვის, სწორი მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პრინციპების ჩამოყალიბებაში. აქვე გაიმართა მინი დისკუსია კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების საკითხებზე.

პროექტი - „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“, საინტერესო და სახალისო აქტივობებით გამოირჩეოდა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ისტორიკოსის, სამოქალაქო განათლების პედაგოგის-  ირმა კვანჭიანის მხრიდან ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, სხვადსხვა ტიპის მასტერკლასებით სამზეოზე გამოეტანა ის ცოდნა და უნარები, რასაც წლის მანძილზე განიხილავდა მოსწავლეებთან ერთად. როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება ჯგუფური მუშაობის პრინციპით გენიალურად შეასრულეს და საქართველოს, უკრაინის, „მშვიდობიანი რუსეთის“ (ასეთად წარმოიდგინეს), ევროკავშირის, ამერიკის  წარმომადგენლებად გადანაწილებულებმა შექმნეს მშვიდობის სახლი, სადაც მთავარი, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და კულტურად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ფერად სლოგანებად და ნახატებად გამოიტანეს შენობის ფასადზე.

თითოეული ქვეყნის ჯგუფს ჰყავდა ბრმა კენჭისყრით არჩეული ლიდერი და სწორედ მათ გააჟღერეს იდეები, რომელიც მატერიალურად, შენობის მაკეტის სახით წარმოადგინეს.

„მშვიდობის სახლის“ ხურო კი თავად ქალბატონი ირმა გახლდათ და სიმბოლურად, მტრედებშეყუჟული, არაჩვეულებრივი, ორიგინალუი იდეებით „სავსე“ სახლიც დაიდგეს...
პროექტის მთავარი გზავნილი მშვიდობის მშენებლობა გახლდათ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ომი და სისხლისღვრა აქტუალური ტერმინებია. ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ჯერ ისევ, გადაუჭრელ პრობლემად და მთავარ მისიად ითვლება. პატარა სახელმწიფოსთვის ძალადობრივი, ქმედება სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკების გზით, დიალოგით გაყინული კონფლიქტების მოგვარება. პროექტის შემდეგი ეტაპი გახლდათ „კრეატივ ჯგუფი“ ინგლისურენოვანი სექციით. ორ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა ინგლისურის პედაგოგ თეონა ბაიაშვილისგან მიიღეს 2 ტიპის როლური დავალება:
ერთმა ჯგუფმა აფხაზ თანატოლებს მიწერა წერილი. მეორე ჯგუფმა უკრაინელი თინეიჯერების როლი მოირგო, მათ რუს თანატოლებს განუმარტეს, რატომ უნდა დასრულდეს ომი და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან შერიგებას, მიუხედავად ამდენი უდანაშაულო მსხვერპლისა.
სამუშაო ენად ინგლისური აირჩიეს, რადგან თითოეული გზავნილი გასაგები და ზუსტად აღქმული ყოფილიყო მოწინააღმდეგე მხარისთვის და ენობრივ ბარიერს არ შეექმნა აზრის გაბუნდოვანების პრობლემა.
მოსწავლეებმა ამ ეტაპსაც იდეალურად გაართვეს თავი. გარდა წერილის მიწერისა, გუნდის წევრებმა ფლიპჩარტზე გამოიტანეს სამშვიდობო სლოგანები:

1- Achieving peace is a journey- მშვიდობის მიღწევა მოგზაურობაა;
2- Each of us are born for peace' თითოეული ჩვენგანი მშვიდობისთვის ვართ დაბადებული;
3- Let's plant ideas that can grow peace-მოდი, დავრგოთ იდეები, რომლებიც მშვიდობას გაზრიან;
4- Physically far away, spiritually close - ფიზიკურად შორს, სულიერად-ახლოს;
5- Invisable thread is between us- ჩვენს შორის უხილავი ძაფია.

პროექტში სახელოვნებო მიმართულებით 2 სექცია გამოიყო:

მუსიკალური გუნდის მუშაობას წარმართავდა სკოლის ხალხური შემოქმედების ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო ბიბილაური, მან წარმატებული, კოლაბორაციული აქტივობა განახორციელა სკოლის შემოქმედებითი გუნდის და სტუმრად მოწვეულ მოსწავლეებთან. მუსიკის პედაგიგის დახმარებით, ერთიანი შემოქმედებითი ძალისხმევით, ადგილზე შეისწავლეს და შეასრულეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები და საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

მხატვართა გუნდის მუშაობას წარმართავდნენ სახვითი ხელოვნების პედაგოგები - მარი მჟავია და მარიამ დავითიძე. მათი დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს ომისა და მშვიდობის თემაზე შესანიშნავი ნახატები. ამავე გუნდის მუშაობაში ჩაერთო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარი თაბაგარი, რომელმაც შექმნა ნახატი „დაკარგული სამშობლოს დაბრუნების იმედით“. მოსწავლეემა ორი ნახატი საჩუქრად გადასცეს წეროვანის N3 სკოლას.

დასასრულს, მთელი გუნდი სკოლის სტადიონზე შეიკრიბა და მეგობრული მატჩი გამართეს.

სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ხელმძვანელები უდიდეს მადლობას უცხადებენ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს - Isnc აქტიური მხარდამჭერისთვის. მის ხელმძღვანელებს - ელიკო ბენდელიანს, ნინო კალანდარიშვილს, მარუ მჭედლიშვილს. წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებს - მანანა ჩოხელს, ნანა გიგაურს, ფერიდე გაგოევას.
ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ, დიდი გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გუნდურობა გამოავლინეს პროექტის მიმდინარეობის პროცესში. მადლობა მოსწავლეებს არაჩვეულებრივი პრეზენტაციებისთვის, ნახატებისთვის და მუსიკალური შესრულებისთვის“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
სიახლეები
საზოგადოება