სიახლეები
სკოლები

ჭოგნარისა და სამტრედიის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თეა მეფარიშვილმა საინტერესო პროექტში ჩართო
24-04-2023
-
+


ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარისა და სამტრედიის N4 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა თეა მეფარიშვილმა საინტერესო აქტივობა განახორციელა. 

მისი ხელმძღვანელობით, სკოლები პროექტში - „ასწავლე ხელოვნურ ინტელექტს ქართული“ ჩაერთნენ, რაც ქართული ენის ამომცნობი ბაზების შექმნას გულისხმობს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თეა მეფარიშვილი გვიყვება საინტერესო აქტივობის შესახებ, რომელიც დასახელებულ ორ სკოლაში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა.

„წელს ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო საინტერესო პროექტში, რომლის სახელწოდებაა: „ასწავლე ხელოვნურ ინტელექტს ქართული,“ რაც გულისხმობს ქართული ენის ამომცნობი ბაზების შექმნას, უფრო მარტივად და გასაგებად, რომ ავხსნათ ასწავლის კომპიუტერს ქართულს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტი არის მაშტაბური, სოციალური და თითოეულ მოქალაქეს, დაინტერესებულ პირს შეუძლია წვრილი შეიტანოს ქართული ენის ტექნოლოგიურ განვითარებაში, ქართული ენის გაციფრულების პროცესში.

არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ ქართული ენის ტექნოლოგიური განვითარება ჩამორჩება ინგლისური, თუ სხვა „დიდი“ ენების განვითარების დონეს. შორს, რომ არ წავიდეთ, საკმარისია Google-ის თარჯიმანი გავხსნათ და ვცადოთ ქართული ტექსტის გახმოვანება. ამ დროს „ამოხტება“ შეტყობინება: Voice output isn, t available For Georgian (გახმოვანება არ არის ხელმისაწვდომი ქართული ენისათვის) ან შეგვიძლია ვცადოთ Google-ის თარჯიმნით თარგმანი და ვნახავთ, რომ (ხანდახან) გადავაწყდებით უხეშად არასწორ თარგმანს. Google-ის SST-ით (Speech-to-Text არის პროგრამა, რომელსაც შეუძლია თქვენი ზეპირი ლაპარაკი გადააქციონ ციფრულ ტექსტად) თქვენი საუბარი რომ დააწერინოთ, აღმოაჩენთ, რომ ზოგ სიტყვას არასწორად იგებს და ასე შემდეგ. პრობლემების ეს სია, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის გამოყენებისას ქართულ ენასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხება, სამწუხაროდ, საკმაოდ ვრცელია და გვხვდება არა მხოლოდ  Google-ის პროდუქტებში. ციფრულ სამყაროში დღეს ჩვენ ვართ, „უანბანო ენათა რიგში“ დაახლოებით იმ ეპოქაში, რომ ვიმყოფებოდეთ, როცა ქართულ ენას ანბანი არ ჰქონდა და მერე გადაწყდა, რომ ქართულ ენას უნდა ჰქონოდა ანბანი და მერე შეიქმნა ეს ანბანი და მერე ჩვენ სულ ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი ენა ვართ, რომელსაც აქვს ანბანი მსოფლიოში. აუცილებელია ტექნოლოგიების განვითარება ამ კუთხით და დიდმა სახელმწიფოებმა ეს შეძლეს და დაახლოებით ხუთი ათეული წელია სერიოზულად ანვითარებენ ამ მიმართულებას. მაგრამ უკანასკნელი წლებისთვის ეს არის ისეთი გამოწვევაა ყველა ერისთვის, როგორც ყველა სხვა პროგრესული იდეა, დღეს ხშირად ისმიმს „ციფრული თანასწორობის“ შესახებ ყველაზე ძლიერი მოწოდებები. ასევე ისმის შეკითხვა, რა არის ამ პრობლემიდან გამოსავალი? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, რადგან ეს ზედმეტად კომპლექსური საკითხია.

საჭიროა, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ტექ-კომპანიების, ისე სამთავრობო და არასამთავრობო, ისე კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების ძალისხმევა, რომ  „ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიები იყოს სათანადოდ განვითარებული“. ამ სტატიაში უნდა ვისაუბროთ არა იმაზე, რა უნდა გააკეთოს სხვამ, არამედ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ-რიგთ მოქალაქეებს, როგორ ვიყოთ სისტემური გადაწყვეტილების ნაწილი? მაგალითად, როგორ მივიღოთ პროგრამა, რომელსაც კარგად შეუძლია ქართული მეტყველების ცნობა?

ამისთვის უნდა ვასწავლოთ კომპიუტერს ქართული ხმის ცნობა. Mozilla-ს Common Voice-ის საიტზე (Common voice.mozilla.org/ka) წინადადების გახმოვანებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ქართული მეტყველების (STT-ის )განვითარებას!

პროექტ „ასწავლე კომპიუტერს ქართულის“ წარმატებით განხორციელების და განვითარების შემთხვევაში უკვე შესაძლებებლი იქნება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა იცნოს ქართული ენა, ქართული სიტყვები და შეასრულოს გარკვეული დავალებები. სწორედ ამ მიზნით სკოლაში  აპრილის პირველი სამი გაკვეთილი ქართული ენის გაციფრულების ფარგლებში დაიგეგმა და მონაწილეობდა დასახელებული სკოლების სხვადასხვა კლასის,  სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და მასწავლებლები. აქტივობის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა გამოსცადეს პლათფორმა Сommonvoice.mozilla.org/ka/Speak, სადაც  ჩაწერეს, გაახმოვანეს და მოისმინეს წინადებები, რითაც თავისი წვრილი შეიტანეს, ქართული ენის გაციფრულების განვითარების საქმეში, მანქანური დასწავლის გზით.

პირველი გაკვეთილის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ZOOM-ის პლათფორმის მეშვეობით, შეხვდნენ პროექტის იდეიის ავტორს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პროექტის მოხალისეს და ორგანიზაცია Educare Georgia-ს წარმომადგენელს, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორს, Khan Academy Georgia-ის ლექტორს და ქართული ენის განვითარების საქმეში შეტანილი წვრილისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ჯილდოს მფლობელ ბატონ რაზმიკ ბადალიანს. პროექტის მონაწილეებისთვის მართლაც შესანიშნავი დღე იყო, ისეთ ღირსეულ ადამინთან შეხვედრა, როგორიც ბატონი რაზმიკ ბადალიანია, ის დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. ბატონმა რაზმიკმა 31 მარტს და 5 აპრილის ორ სხვადასხვა სკოლაში ZOOM-ის პლათფორმის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს წარუდგინა Common Voice-ს პლათფორმის გამოყენების შესახებ დეტალური პრეზენტაცია და დაასწავლა ქართული ენის გახმოვანების ან უკვე ჩაწერილი ტექსტის მოსმენის და დადასტურების ოფცია. ასევე ჩვენი სტუმრისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ Common Voic-ს პლათფორმა Mzilla Firefox-ის პროექტია და გარდა ქართული ენისა ივსება მსოფლიოს სხვადასხვა ენების ბაზები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეების მიერ. ქართულ ენაზე ამჯერად, მხოლოდ 100 საათიანი მეტყველებაა ჩაწერილი, საჭიროა 10 000 საათი.

სტუმარმა პირად მაგალითზე აჩვენა მსმენელებს გახმოვანების თითოეული ეტაპი და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. მოსწავლის შეკითხვაზე, თუ ვის შეუძლია ქართული ენის გახმოვანებაში მონაწილეობის მიღება? ბატონმა რაზმიკმა უპასუხა: „ფაქტიურად ყველას, საკმარისია ადამიანი საუბრობდეს ქართულ ენაზე, პროგრამირების, ლინგვისტიკის, თუ რაიმე სხვა პროფესიის ფლობა არ არის საჭირო. ერთადერთი შეზღუდვა ამ მხრივ ასაკს ეხება. თუ 19 წლის ქვემოთ ხართ, მხოლოდ მშობლის ნებართვით და თანხმობით შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება.“

მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად გააკეთეს ჩანაწერები Common Voice-ს პლათფორმაზე, პროცესი ხალისით, ინტერესით მიმდინარეობდა, ყველა მოსწავლე აქტიურობდა და განსაკუთრებით მოსწონდათ ერთმანეთის ჩანაწერის, ხმის მოსმენა.

მესამე გაკვეთილზე პირველად იმუშავეს ჯგუფურად Common Voice-ს პლათფორმაზე მოისმინეს, დაადასტურეს ჩანაწერები. ასევე  პლათფორმა გამოიყენეს ქართული ენის გრამატიკის  შემსწავლელ რესურსად. გაკვეთილის დასასრულ გააკეთეს პრეზენტაციები თემაზე: „ქართული ენა და მისი მომავალი“, პრეზენტაციის მეშვეობით ახსნეს როგორ იმუშავეს და როგორია ციფრულ სამყაროში ენების ფუნქციონირების კონტექსტი და მომავალ?! პრეზენტაციების წარდგენის შემდგომ დაჯილდოვდნებ: „სამკერდე ანბანური ნიშნებით.“

პირველი გაკვეთილის დასასრულს ერთ-ერთმა მოსწავლემ გვითხრა, რომ: „ ის ძალიან მადლიერია სტუმრის, რადგან მისი ქვეყნის, მისი სამშობლოს ენა შეასწავლა კომპიუტერს და მისი სტუმრობისას შეიტყო, რომ მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს, რითაც ბედნიერი და ამაყია.“

სამივე გაკვეთილი მიზანად ისახავდა ქართული ენის პრესტიჟის გაზრდას მომავალ თაობაში. ყველა აქტივობა პასუხობდა შეკითხვას: როგორ გავხადოთ ქართული ენა უფრო მიმზიდველი მომავალი თაობისთვის? ამისათვის ვფიქრობ, ერთ-ერთი ზოგადი სტრატეგია არის, რომ ქართული ენა იყოს იქ სადაც ჩვენ ვართ. ორ მაგალითს ავღწერ რას ვგულისხმობ.

  1. Brawl Stars-არის თამაში, რომელიც საკმაოდ პაპულარლია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც (Play Store-ზე მე-3 ადგილზეა თამაშების Top grossing კატეგორიაში). საქართველოში როგორც მინიმუმ 10-დან 1 ბავშვი, ან მოზარდი თამაშობს მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას ქართული ენის მხაედაჭერა არა აქვს.
  2. იგივე ვითარება არის TikTok-ის შემთხვევაში. ამ აპლიკაციას 10-დან ერთ მოზარდზე მეტი იყენებს, ალბათ ყოველი მეორე, მეტი თუ არა. ამ აპლიკაციასაც ქართული ენის მხარდაჭერა არა აქვს.

ამიტომ, მომავალ თაობაში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის ვფიქრობ მნიშვნელოვანია ქართული ენა იყოს იქ სადაც  თავად არიან, რაც მათში პოპულარულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ციფრული ადგილების გაქართულება, სადაც ჩვენი ბავშვები და მოზარდები ხშირად არიან.

პროექტში ჩართვა ქართული ენისთვის დიდი შესაძლებლობის მიცემას ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ბევრს ექნება ამის სურვილი და პროექტს ეყოლება ბევრი მოხალისე, ვინც შეძლებს, ჩემი მოსწავლეების და მათი მშობლების მსგავსად ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა, ეს ამავდროულად ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობაცაა“,- ამბობს თეა მეფარიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
ამჯერად სკოლა მოხარულია გვამცნოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება