სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება
04-11-2025
-
+


თბილისის N45, N180, N43, N59, N61, N79, N92, N106, N115, N118, N129, N136, N159, N167, N178, N179, N182, N190, N39, N71 საჯარო სკოლები, ასევე  N16, N89, N186 ბაგა-ბაღი... ეს არაზუსტი და სავარაუდოდ, არასრული ჩამონათვალია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორ უნდა დამუშავდეს სივრცეები ასეთ დროს და რატომ არ იხურება სკოლა-ბაღი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად? - ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა სპეციალისტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა მიუხედავად იმისა, მოსწავლეთა მშობლებს მესიჯი მესიჯზე ეგზავნებათ, რომ „სივრცეები დამუშავდა, ჩატარდა დეზინფექცია-დეზინსექცია“, ეს სიმშვიდის საფუძველს სულაც არ იძლევა.

„ყური მოვკარი რომ ბევრგან არის შემთხვევები მაგრამ დირექტორები მალავენ ფაქტს დამალვის მიზეზი არ ვიცი...“

„დახურეთ სკოლები და გადავიდნენ ბავშვები ონლაინ სწავლებაზე; მაინც არ ვუშვებთ სკოლაში, გვეშინია ბატონო!“

„ყველა ვინც მშობელია უნდა დარეკოს სამინისტროში და იქნებ ცოტათი გამოფხიზლდნენ.ოპერატორმა ძლივს გამცა პასუხი და ჯერ ზომებიც არ აქვთ მიღებული.სანამ კარგად არ მოედება მანამდე არც არაფერს გააკეთებენ“...

„რატომ გიკვირთ მუნის დაფიქსირება სადმე,ისეთი ანტისანიტარიაა სკოლებში“...

„არ ლაგდება სკოლები და იმიტომაც გაჩნდა... არ ჰყავთ დამლაგებლები - არავინ მოდის ამ მიზერულ ხელფასზეო, ასეთია ადმინისტრაციის პასუხი“...

„სანამ ძაან პიკზე არ მივედით ჯობია სკოლები დაკეტონ და ყველა სკოლაში დეზინფექცია ჩაატარონ!“

„სკოლებში საშინელი ანტისანიტარიაა!!!! დამლაგებელი არ ყავს სკოლას 21-ე საუკუნეში!“

„სკოლებს დამლაგებლები არ ჰყავთ ეგაა უბედურება, არავის უღირს მაგ ხელფასზე მუშაობა“... - ასე ეხმაურებიან მოსწავლეთა მშობლები შექმნილ ვითარებას. 

ამასობაში კი მუნით ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და მშობლებიც სკოლების დახურვას ითხოვენ, რათა ერთიანად ჩატარდეს დეზინფექცია.

აპირებს თუ არა მუნის შემთხვევების მატების გამო განათლების სამინისტრო სკოლების დახურვას, თუნდაც მცირე ხნით, რათა ერთიანად ჩატარდეს დეზინფექცია? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ უწყებას მიმართა, სადაც განმარტეს:

„სკოლებს აქვთ რეკომენდაციები. ყოველი ახალი შემთხვევის დაფიქსირებისას ტარდება დეზინფექცია. ამ ეტაპზე სხვა ზომები გათვალისწინებული არ არის“.

მუნის მკურნალობასა და სკოლების/ბაღების დეზინფექცირების შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, შერჩეულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება