სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კულტურული ტური 
05-11-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის Xგ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი სალომე საგანელიძე) 31 ოქტომბერს ესტუმრნენ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას, ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმსა და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სტუმრობის მიზანი გახლდათ, მოსწავლეები უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს, დაენახათ მათი შემოქმედება რეალურ გარემოში და განევითარებინათ ინტერესი ეროვნული მემკვიდრეობისადმი.

დავით კაკაბაძის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მხატვრის ნამუშევრები, გაეცნენ მის ექსპერიმენტულ სტილსა და ორიგინალურ ხედვას. მათთვის საინტერესო იყო ის, თუ როგორ ახერხებდა მხატვარი ფერწერისა და ტექნოლოგიის შერწყმას. ამან ბავშვებს დააფიქრა იმაზე, რომ ხელოვნება მხოლოდ სურათი კი არა, აზროვნების ფორმაც შეიძლება იყოს. დღევანდელმა დღემ ხელი შეუწყო მათ შემოქმედებითი ხედვის გაფართოებას და ქართული მოდერნიზმის უკეთ გააზრებას.

ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში მოსწავლეები ქართული კინოს განვითარების ისტორიას გაეცნენ. მათზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა ძველმა კამერებმა, ფოტოაპარატებმა და პირველი ფილმების კადრებმა. საუბარში გამოიკვეთა, რომ მათ დააინტერესდათ, როგორ იქმნებოდა ფილმები თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე და რამდენად შრომატევადი იყო თითოეული კადრის შექმნა. ვიზიტმა მნიშვნელოვნად გააღრმავა მათი ცოდნა მედიის, ფოტოგრაფიისა და კინოინდუსტრიის შესახებ და ბევრს სურვილიც კი გაუჩნდა მომავალში დაინტერესებულიყო ამ სფეროთი.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებმა ახლოს გაიცნეს კომპოზიტორის ცხოვრების გზა და მისი დიდი წვლილი ქართული მუსიკის განვითარებაში. მათ დაათვალიერეს ფალიაშვილის პირადი ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ნოტები, რაც განსაკუთრებულად ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაფასება.

„საერთო ჯამში, ეს დღე არამარტო შემეცნებითი, არამედ ემოციურადაც ძალიან სასიამოვნო იყო. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ განხილვებში, სვამდნენ საინტერესო კითხვებს და სიამოვნებით აზიარებდნენ საკუთარ შთაბეჭდილებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ხელოვნება მხოლოდ წარსულის მოგონება არ არის - ის ცოცხალი პროცესია, რომელიც გვაერთიანებს, გვამაღლებს და გვაიძულებს ვიფიქროთ უფრო ღრმად.

სწორედ ამიტომ, ხელოვნების აღქმა და დაფასება მომავალ თაობაში ეროვნული თვითშეგნების, კულტურული უწყვეტობისა და პიროვნული ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება