სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
05-11-2025
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები წლებია აქტიურად მონაწილეობენ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ და წარმატებებსაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლაში გაიმართა პირველი, შიდა სასკოლო ტური. გუნდები იბრძოდნენ გამარჯვებისთვის მთელი მონდომებითა და შემართებით. ამ თამაშის სკოლაში წარმართვას შეუცვლელად, წარმატებით ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კვიციანი.

შეუპოვარი, აზარტული ბრძოლის შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი - „გრიფიტი“, „ნიღაბი“ და „გლადიატორი“. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

„წარმატებები რეგიონალურ ტურში, ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო“, -აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება