სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქრისტინე ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი აქტივობები, წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები, პრეზენტაციის საშუალებით მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა და გამოხატეს დამოკიდებულება ამ ისტორიული დღისადმი.

აგრეთვე, ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში.

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა საპატიო სიგელებით.

„ვულოცავთ გაგი ჭაბუკიანს, მარიამ მეიფარიანს და ნინი ყვირილიანს მოცემულ აქტივობებში წარმატებულ მონაწილეობას. გილოცავთ „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენის“ დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება