სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კინემატოგრაფიის ისტორიას გაეცნენ
27-12-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას და ამის საშუალებით მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლა ჩართული იყო საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის პროექტში - „კინო სკოლაში“.

პროექტი ონლაინ ფორმატით წარიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.

პროექტის კოორდინატორი ისტორიის მასწავლებელი დავით ინაური გახლდათ. 

მოსწავლეები გაეცნენ კინოს ისტორიას ვიდეოების, მდიდარი საარქივო მასალის, საინტერესო ფოტო- ​ვიდეორესურსების და ქვიზების დახმარებით. 

„კინემატოგრაფია, როგორც ხელოვნება XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ევროპის ისტორიას კინოს მეშვეობით.

საქართველოს, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და სერბეთის ისტორიიდან შეირჩა ათი მნიშვნელოვანი მოვლენა და ფილმი, რომლებიც შერჩეული თემის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლეოდა.

საინტერესო იყო დოკუმენტური მასალა დიქტატორული რეჟიმის პერიოდზე, ასევე - საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით უმდიდრეს მასალა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს სხვადასხვა ქართული ფილმი, შემდეგ კი გაიმართა ამ ფილმებში დასმული პრობლემების შესახებ დისკუსია. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ფილმი - „გრძელი, ნათელი დღეები!“ ასეთი პროექტები ყოველთვის იწვევს მოსწავლეებში ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება