სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატივისცემა, დემოკრატია და ტოლერანტობა - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს
23-12-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სიახლეებს ფეხს წარმატებით უწყობს, იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და აქტივობა. 

ამჟამად სკოლაში პროექტი - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მიმდინარეობს.

პროექტს შვედური ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი შეზღუდული შესახლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლაა. პროექტი „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება.

მასში მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. გაიმართა პირველი შეხვედრა და პირველი აქტივობა, კლასებისთვის ინდივიდუალური პროექტის გეგმა შეიქმნა. მათ კიდევ ერთხელ წაიკითხეს „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ისაუბრეს პატივისცემაზე, დემოკრატიაზე, ადამიანობაზე, ტოლერანტობაზე და ა.შ.

„განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით ბავშვებს ჯანსღი ღირებულებები უყალიბდებათ. ხშირად ვსაუბრობთ ფასეულობებზე, ტოლერანტობაზე, თანამედროვეობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად განსხვავებულ ადამიანებს უჭირთ საზოგადოებაში თვითდამკვიდრება. ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან. ისინი მათ უფროსებისგან იძენენ. საღად მოაზროვნე საზოგადოება მიესალმება მრავალფეროვნებას. უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ იმის დაფასება, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ვინც ამ ღირებულებებს ვიზიარებთ, უნდა გადავცეთ შვილებს მოსწავლეებს და ვასწაბლოთ მათ მისი დაფასება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება