სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანატოლგანმანათლებლობა“​ - აკეთის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-12-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა, პროექტი თუ ღონისძიება ტარდება. 

მათ შორის, სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი - „თანატოლგანმანათლებლობა“, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლეილა გოგელია ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოსწავლეების გააქტიურება ამ კუთხით, რადგან წიგნი თანამედროვე სამყაროში მობილურმა ტელეფონმა ჩაანაცვლა.

პროექტი, 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4, მე-5 და მე-6 კლასელებთან ერთად, ორ ეტაპად დაიგეგმა.

უფროსკლასელებმა მოირგეს აქტიური მოქალაქის როლი, დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, უმცროსკლასელებს წაუკითხეს ზღაპრები, აჩვენეს ფილმები, დაამზადეს გაზეთები, ბუკლეტები, სხვადასხვა აქტივოებისთვის რესურსები.

პროცესი იყო მეტად საინტერესო და მოსწავლეთა აქტიურობა კი მაღალი.

ბავშვები მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.

აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„ყველაზე მთავარი ამ საქმიანობისა იყო ის, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერეს თუ რატომ უნდა იკითხონ წიგნი, გაიაზრეს, რომ წიგნის კითხვა აუცილებელია მათი პიროვნული განვითარებისათვის. ასევე დაიგეგმა კონკურსი „ყველაზე აქტიური მკითხველი“. მოსწავლეებმა ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება