სიახლეები
სკოლები

„ვსწავლობთ და ვასწავლით ჯანსაღ გარემოში, თანამედროვე სწავლა-სწავლების მიდგომებით“- ნინო წილოსანი, ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი
28-10-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებს ფეხს დიდი წარმატებით უწყობს. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის პროფესიონალიზმია. ისინი მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

აქვე აღსანიშნავია, მოსწავლეთა მონდომება და ინტერესიც, ისინი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ და წარმატებას ხშირად აღწევენ. 

როგორც სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი აღნიშნავს, სკოლა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარ ამოცანას და ეროვნული მიზნების მისაღწევად ქმნის შესაბამის საგანმანათლებლო გარემოსა და რესურსებს.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებისაკენ მიმართულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად პასუხისმგებელი საკუთარი სწავლასა და განვითარებაზე.

ბანოჯის საჯარო სკოლის ინტერესის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკადემიური სირთულეების დაძლევა, მრავალფეროვანი რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენება, როგორიც არის მოსწავლეთა ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული, აკადემიური უნარების თანაბარ განვითარებაზე აქცენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება, ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით, მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართვა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების გზით და მრავალი სხვა. ვპასუხობთ რა ეროვნული  სასწავლო გეგმის მთავარ ამოცანას რომ, შევქმნათ ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.

ჩვენს სკოლაში შექმნილია ურთიერთთანამშრომლობითი, სწავლა-სწავლების ხარისხზე ორიენტირებული და მუდმივად განვითარებადი საგანმანათლებლო გარემო. აქტიურად ვაკვირდებით განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ თანამედროვე სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს და მოწინავე გამოცდილებას სიამოვნებით ვიზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინენტიანია ვღებულობთ საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს და სამ ბავშვიან კლასთან მიგვაქვს  სიახლე ისე როგორც მრავალრიცხოვან კლასთან, რამეთუ ჩვენი სკოლის დევიზი - “ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა“ იყოს ფრთებშესხმული.  ყველა პედაგოგი თავიდანვე იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვისა და აპრობაციის პროცესში. გავიარეთ ახალი სკოლის მოდელის ტრენინგის სრული კურსი. ჯანსაღი ატმოსფეროს შესაქმნელად  ვუმასპინძლეთ ექსპერტებს თუ საგნობრივ ქოუჩებს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, ვაფორმებთ მემორანდუმებს  და აქტიურად ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებს, პროექტებსა თუ კონკურსებში, ყალიბდება ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, ეფექტური სტრატეგიებს, დიფერენცირებულ მიდგომებს, რომლის საფუძველზეც შექმნილია ინკლუზიური გარემო და გამოყენებულია უნივერსალური სასწავლო დიზაინი.

სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. სკოლაში მიმდინარეობს კულტურულ ელემენტებზე დაყრდნობით თანამშრომლობა, მოვალეობებისა და წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევების  გააზრება, რომელიც ქმნის მშვიდ, საქმიან გარემოს და აყალიბებს ჯანსაღ სასკოლო კულტურას თემთან თანამშრომლობისას.

ვპასუხობთ რა ჯონ კოტონ დანას - „თუ ბედავ სწავლებას,  თავად არასდროს შეწყვიტო სწავლა“. ვსწავლობთ და ვასწავლით ჯანსაღ გარემოში თანამედროვე სწავლა სწავლების მიდგომებით.

დიახ, სკოლაში ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით რაც გათვალისწინებულია სწავლა სწავლების დროს. სწავლა მიმდინარეობს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, რათა მიღებული ინფორმაცია აქტიურად დაამუშაოს და გარდაქმნას ცოდნად“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება