სიახლეები
სკოლები

თბილისის N60 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა
27-10-2022
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების დღე პედაგოგეგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობისა თუ ღონისძიების ფონზე აღნიშნეს.

პედაგოგებმა: ნანა სამხარაძემ, მანანა ქარდავამ, ეკა ქურციკიძემ, ქეთევან თავაძემ, ქეთევან კერესელიძემ, ლიანა გომარელმა, თამარ ყაჭეიშვილმა, ნინო გაბეხაძემ, მარიამ მამფორიამ ჩაატარეს გაკვეთილი მედიაწიგნიერებაზე. მასწავლებლებმა ბავშვებთან დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე ისაუბრეს.

პედაგოგებს საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში არც მოსწავლეები ჩამორჩნენ.

საინფორმაციო ტექნოლოგიის მასწავლებლის, მანანა ქარდავას მოსწავლეებმა: ანა წიკლაურმა, ნატალი ნანიტაშვილმა, ნანუკა მირაშვილმა, ნატალი ლობჟანიძემ, მარი რევაზაშვილმა, ტატა მათითაშვილმა, უტა ჯანაშიამ, ლიზი ჯანელიძემ, ანასტასია თოფურიამ, ელენე სამსონიამ და სალომე ბალახაშვილმა ციფრული პლაკატები შექმნეს.

პლაკატებზე მოცემული იყო მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკის რჩევები, როგორიცაა:

  • ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია - არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი;
  • ინფორმაცია გადაამოწმე პირველად წყაროსთან, გადაამოწმე ავტორი და წყარო - რამდენად სანდოა ის, გაიგე რამდენად ახალია ინფორმაცია და გადაამოწმე გამოქვეყნების თარიღი;
  • GOOGLE image search და tineye.com საიტებით ადვილად დაადგენ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი;
  • ერთი google ძიება არ არის საკმარისი ფაქტების გადამოწმებისთვის, გამოიყენე და გაეცანი სხვადასხვა წყაროს;
  • გახსოვდეს, რომ ემოციებით გაგიჭირდება ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, „წაიკითხე“ სტრიქონებს მიღმა - დაფიქრდი რა არის გზავნილის მთავარი მიზანი;
  • ყურადღება მიაქციე რეალობასთან შეუსაბამო მეტისმეტად ცუდ ან კარგ ამბავს და გადაამოწმე ის;
  • გახსოვდეს პირად ინფორმაციას შენზე და შენ ახლობლებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებ სხვებიც ხედავენ;
  • უცხო ადამიანებისგან მეგობრების თხოვნაზე დათანხმებამდე შეამოწმე მათი პროფილის გვერდები, შეიძლება ტროლები ან ბოტები აღმოჩდნენ;
  • სოციალური ქსელები ნებისმიერი მომხმარებლის online ქცევას სწავლობენ - დაუკვირდი, პოსტებსა და ფოტოებს, რომელსაც იწონებ ან აზიარებ​გახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გაზიარების.
ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნანა სამხარაძემ მოსწავლეების: მართა ყვავილაშვილის, მარიმ მუჯირიშვილის, მარიამ აფხაზავას, ნინო ტუსკაძის, მარიამ გამსახურდიას ჩართულობით უზრუნველყო კონფერენცია შემდეგ თემებზე:​

  • მედიაწიგნიერება „დეზინფორმაცია“ - ანა წიკლაური, ნატალი ნანიტაშვილი, ნანუკა მირაშვილი, ნატალი ლობჟანიძე, მარი რევაზაშვილი, ტატა მათითაშვილი, უტა ჯანაშია (VIII კლასი). დამრიგებელი - მანანა ქარდავა;
  • ფეიკ-ნიუსი​ - ნინო კიკნაძე, მარია ჰელენ ფიტზსიმმონს, ქეთი ბაინდურაშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი ცუცქირიძე, ლიზა შელია (IX კლასი). დამრიგებელი - მაია მუსხელიშვილი;
  • ონლაინ პლატფორმები, ყალბი და ნამდვილი ამბები - მარიამ გამსახურდია, მარიამ აფხაზავა, ნინო ტუსკაძე, ლიზი ლემონჯავა, ანასტასია კირკიტაძე (IX კლასი); დამრიგებელი - ეკატერინე გიორგობიანი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ეკა ქურციკიძემ, ქეთევან თავაძემ, ლიანა გომარელმა, ქეთევან კერესელიძემ და თამარ ყაჭეიშვილმა მოსწავლეების ჩართულობით უზრუნველყვეს ესეების კონკურსი შემდეგ თემებზე:

  • ინფორმაციის მიღების გზები 21-ე საუკუნეში - ცოტნე ხარებავა (IX კლასი); დამრიგებელი - მარინა მამცელიძე
  • ჯანეზაშვილი გიორგი, მახარაძე ელენე, მუმლაძე რუსუდანი და ჩხენკელი სოფია (XI კლასი); დამრიგებელი - ქეთევან კერესელიძე;
  • რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას -  ანი ცეცხლაძე, ნია სოსელია (X კლასი) დამრიგებელი - ვიქტორია ვახტანგაძე, შოშიაშვილი მარიამ, ხიდეშელი ნიტა, გურეშიძე მარიამ (XI კლასი); დამრიგებელი - ქეთევან კერესელიძე; 
  • რა არის ყალბი ინფორმაცა და მისი ზეგავლენა მომხმარებლებზე - ნია კეკელიძე, ბარბარე გელოვანი, მარიამ ინდუაშვილი, ნიცა ბექაური, ანდრია დუშელი, ბესო თათოშვილი (VIII კლასი); დამრიგებელი - ნინო ნინიძე;
  • რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ყალბი ინფორმაცია - მარიამ კაკაბაძე, მარიამ კაკულაშვილი, ანა მდინარაძე, ელენე კუკავა, ანა ირემაძე (X კლასი); დამრიგებელი - ეკა ქურციკიძე;
  • ყალბი ინფორმაციის გავრცელება - მარიამ ერაძე, დიანა შელეგია, ანდრია გოგიბერიძე, ნია ნაგერვაძე, ანა მელაძე, თამუნა ჩაკვეტაძე, ზურაბ ჭინჭარაული (VIII კლასი); დამრიგებელი - იამზე გობიანი.
ბოლოს კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ნინო გაბეხაძემ და მარიამ მამფორიამ მოაწყვეს შეჯიბრი წინასწარ მომზადებული კითხვების მეშვეობით VI კლასელებისთვის. 

შეჯიბრში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ლიკა ლელაშვილი, ანასტასია ჯანჯალაშვილი, ანა სანიკიძე, ელენე ჩხარტიშვილი, თეკლა ნოქარიშვილი, ნიკოლოზ ხაჩიძე, თათია გოშაძე, ნოდარ მარკოიძე, ალექსანდრე ბეროზაშვილი, ალექსანდრე ზოდელავა, ნატა ჯანაშია, ლანა ბაიაშვილი, ნატალი მაჭარაშვილი, ნიკოლოზ სიბოშვილი, ნატალი ჭუმბურიძე, გვანცა შუღლაძე, ნიკა კაკაბაძე, ნიკოლოზ მანუკიანი, მარიამ ზურაბიანი, სანდრო უჩანეიშვილი, ანა არავიშვილი, ალინა ასლანოვი, ქეთევან ბაბუნაშვილი, ელენე სიგუა, ლუკა ბერიკაშვილი, ანნა ბიკაშვილი, კაჩია გაგნიძე, ბარბარე დეისაძე, კესო ივანიშვილი, გიორგი კირვალიძე, ნიცა მანჩხაშვილი, ვატო მენთეშაშვილი, ანდრია ნარიმანაშვილი, ომარ რედა, მარიამ რიბაშვილი, თათია წიკლაური, ნუკი ყაჭეიშვილი, დავით ჩილინგარაშვილი, მარიამ ცაგარეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

შეზღუდვები, ახალი ვალდებულებები და მთავარი ცვლილებები სკოლებსა და უმაღლესებში პარლამენტმა დაამტკიცა

ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო

მინისტრს უფლება აქვს, სტიპენდია ვადაზე ადრე მოუხსნას სტუდენტს, თუ... - 300 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნისა და გაუქმების წესი დამტკიცდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება