სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კულტურული მრავალფეროვნება და მეგობრობის ხიდი“- ეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
26-10-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

პროექტი „კულტურული მრავალფეროვნება და მეგობრობის ხიდი“ კულტურულ მრავალფეროვნებაზე VII-XI კლასებში გაიმართა. 

პრეზენტაცია „მეგობრობის ხიდი“ კავკასიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, ალექსანდრე სივოლაპოვმა წარადგინა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მან მოსწავლეებს გააცნო აფხაზეთის კულტურა, წეს-ჩვეულებები. ისაუბრა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესახებ და ის კულტურულ მრავალფეროვნებას დაუკავშირა. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე, მოიყვანეს საინტერესო გეოგრაფიული ფაქტები, დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის ფლორასა და ფაუნაზე.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დიანა ფიფია, ისტორიის - ასმათ ციმინტია, ბიოლოგიის - ვალერიანე ფიფია, ხოლო გეოგრაფიის - ნანა ჯაბურიაა.

„პარტნიორობა საერთო მიზნის მიღწევისა და კათედრებს შორის ინტეგრირებული მუშაობის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი კულტურულ მრავალფეროვნებაზე.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. ბოლოს, წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე და შეასრულეს სიმღერა, რომელიც ძალიან ემოციური გამოდგა, როგორც თავად ალექსანდრემაც აღნიშნა. მოსწავლეებმა მომდევნო შეხვედრის სურვილიც გამოთქვეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება