სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს
25-10-2022
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

ამჯერად, სულხან-საბა ორბელიანის იგავის - „სოფლის მაშენებლების“ მიხედვით და მეშვიდეკლასელების მონაწილეობით თოჯინური სპექტაკლი მოეწყო.

თოჯინების თეატრის სცენაზე მოსწავლეები იგავის პერსონაჟების როლებს ხალისით ასრულებდნენ, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანი ჯანგიანი გახლდათ.

მელიის როლი შეასრულა გიორგი ზარნაძემ, მამლის როლი ანამარია რობაქიძემ მოირგო, ძაღლი თიკა კოვზირიძემ განასახიერა, ახალი პერსონაჟის, დათვის როლი კი თინა სარდანაძემ ითამაშა.

სცენის გაფორმებისა და თოჯინების შეძენისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მადიმ დოლაკიძემ იზრუნა.

„მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან - საბა ორბელიანის იგავები და სპექტაკლისთვის სცენარები დაწერეს; გაინაწილეს როლები სურვილის მიხედვით, მოიძიეს და ნახეს სულხან-საბა ორბელიანის იგავის მიხედვით გადაღებული მულტფილმი, გააანალიზეს იგავი - „სოფლის მაშენებელნი“. ბავშვებმა საინტერესოდ იმსჯელეს პერსონაჟებზე და დაამზადეს აფიშა. ოპერატორობაც იტვირთეს, იმღერეს, იცეკვეს და იხალისეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება