სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში ქართული ტექსტების გამართულად და სწრაფად კითხვაში კონკურსი გაიმართა
25-10-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის თითოეული პედაგოგი, დირექციის ხელმძღვანელობით, ბავშვებს ყოველთვის სთავაზობს ისეთ აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა კითხვის უნარების შემოწმება-განვითარებას დაუთმეს და ქართული ტექსტების გამართულად და სწრაფად კითხვაში კონკურსი გაიმართა.

კონკურსის ფარგლებში თითოეული მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის ვიდეოჩანაწერი გაკეთდა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა შეინახა. წლის ბოლოს სწორედ ამ ჩანაწერების შედარებით გაირკვევა თუ როგორ შეიცვალა მოსწავლეების ცოდნის დონე.

„მე მიყვარს კითხვა! კალის საჯარო სკოლაში ყოველდღე რაღაც ახალი ხდება... თუ არ ხდება, ემზადებიან... სკოლაში დღის ბოლომდე ჟრიამული არ წყდება და მიუხედავად მოსწავლეთა არამრავალრიცხოვნებისა ან ეზოში ან სპორტდარბაზში ყურისწამღები ხმაურია... იმ დროს მათ „საქმიანობას“ ფიზიკური  სკოლის ფიზაღზრდის ორგანიზატორი ელგუჯა ხარძიანი „აკონტროლებს“. არ ეზარება მათთან ერთად ყოფნა და ვარჯიში, თუ ხალისი და შედეგად, ზარის დარეკვას მხოლოდ ის „იგებს“ და ამის შესახებ აცნობებს ანცებს.

ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ იმ დღეს კითხვის ცოდნის დონის შემოწმება ინდივიდუალურად მოხდა. ყოველი მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის ვიდეოჩანაწერი გაკეთდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა საგულდაგულოდ შეინახა, რათა წლის ბოლოს შედარება მოხდეს და თვალსაჩინო გახდეს, თუ რა როგორ შეიცვალა.

მეხუთეკლასელი ანა ხარძიანი ნამდვილად არ კითხულობს ცუდად, მაგრამ ჩვენ უფრო კარგად გვინდა ვიცოდეთ ქართულად კითხვა. ჰოდა, მომდევნო ვიდეოს წლის ბოლოს კითხვის დონის შესამოწმებლად აუცილებლად ატვირთავს მასწავლებელი.

„ეჭვი არ არის, ეს ღონისძიება ფიზიკურ ვარჯიშზე არანაკლებ ზეგავლენას მოახდენს ბავშვების მომავალზე, რომელიც ცოდნით უნდა იყოს განათებული“ - თვლის ელგუჯა მასწავლებელი და კვლავ სპორტული დარბაზისკენ მიიჩქარის, სადაც სულ ცოტა ხანში უკვე ცეკვის გაკვეთილი უნდა დაიწყოს.

ღმერთო, მიეცი ბედნიერი მომავალი ყველას ამ სამყაროში უდიდეს საოცრებად მოვლენილი სვანეთის მკვიდრებს, ნელ-ნელა რომ კვლავ უბრუნდებიან მშობლიურ განუმეორებელ კუთხეს... ბავშვების ჟრიამული არ მოეშალოს ამ „სამსართულიან სამყაროს“, რათა „სიკეთის“ მეოთხე სართულზე იფიქრონ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება