სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი იდეებითა და მოტივაციით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ“- თაბაგრების საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, შთამბეჭდავი სიახლეებია
21-10-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის I სემესტრი წარმატებულად და სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული მიმდინარეობს.

სასკოლო საზოგადოება საგაკვეთილო პროცესთან ერთად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა  აქტივობებში,  რომლის მიზანი მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ხარისხის ამაღლებაა. სწორედ ამის  დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ მე-9 კლასის მოსწავლე პეტრე ბრეგვაძე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და  განათლების ცენტრის მიერ დაანონსებულ ესეების კონკურსში - „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ მონაწილეობდა. მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სკოლის დირექციის მიერ წარდგენილი პროექტი ფონდმა - „თანამშრომლობა განათლებისთვის“ დააფინანსა. ორგანიზაციამ სკოლას მეტად საჭირო სპორტული ინვენტარი შეუძინა, რომელიც ხელს შეუწყობს ფიზიკური აღზრდისა და ჭადრაკის ეფექტურად სწავლებას, მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდას. 

ძალიან საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა პირველი კლასის მასწავლებლის, ვარდო თაბაგარის  პროექტი-გაკვეთილი, რომელიც ანბანის შემობრძანებას დაეთმო. ასო-ბგერების გაცნობა მეტად  საინტერესო და სახალისო იყო ბავშვებისთვის. 

„სხვადასხვა აქტივობების შესრულებით პირველკლასელები  ერთმანეთს ეცილებოდნენ   იაკობის  „დედაენის“ სიყვარულში. ჩვენ გვჯერა მათი, რომ დედაენის სამყაროში წარმატებული ნაბიჯით შევლენ და მათი ცხოვრების გზას დედაენის ლამპარი გაანათებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემართებით,  ახალი იდეებითა და მოტივაციით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. 

მადლობა სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისა და ნდობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება