სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა
26-07-2022
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში 23 ივნისს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის პედაგოგებისთვის კონფერენცია გაიმართა.

კონფერენიაცს პედაგოგებთან ერთად რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და საგნობრივი ქოუჩები ესწრებოდნენ

„წარსული გაგვახსენდა... ძველი, პანდემიამდელი დრო, როცა ამ სკოლაში ტარდებოდა შეხვედრები, ტრენინგები, ეროვნული გამოცდები, სახელმძღვანელოების განხილვები . . .

23 ივნისსაც ხალხმრავლობა იყო სკოლაში, პანდემიის შემდეგ, ონლაინ კონფერენციების მაგივრად, თელავის მუნიციპალიტეტის პედაგოგები ერთმანეთს ვხვდებოდით ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა საპილოტე სკოლების, ესგ-ს დანერგვის კოორდინატორმა, ქ-ნმა გვანცა მოლაშვილმა. მას ესწრებოდნენ თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი ლევან მრელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საგნობრივი ქოუჩები.

კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა, ის დაყოფილი იყო და პედაგოგები თავის საგნობრივ სექციებში ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.

ჩვენი სკოლა ორ სექციაში იყო წარმოდგენილი. ქ-ნმა ნათელა თამოევამ თავისი პრეზენტაციით კომპლექსური დავალება „საჰარის უდაბნო-კვლევა“ გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების სექცია გახსნა. პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, მასში თანმიმდევრულად იყო წარმოდგენილი კომპლექსური დავალების ეტაპები, მოსწავლეთა ნამუშევრები და მათი შეფასებები, აგრეთვე სსს მოსწავლის ადაპტირებული დავალება და შესრულებული სამუშაო.

კომპლექსური დავალება კვლევას ეხებოდა, მე-7 კლასელებისათვის, ალბათ, ნაადრევად და რთულად მოგეჩვენებათ კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, მაგრამ, უნდა აღვნიშნო, როგორც პედაგოგმა, ასევე მოსწავლეებმაც (ეს მათ ნამუშევრებში გამოჩნდა) საკმაოდ წარმატებულად გაართვეს თავი. პრეზენტაციამ პედაგოგთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეორე სექციაში ლიდერთა-რამდენიმე სკოლა იყო ჩართული, მას სკოლების დირექტორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტები განახორციელეს. ჩვენი პროექტით „ძველი და ახალი თელავი“ წარვდექით აუდიტორიის წინაშე. პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ ჩვენი ქალაქის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მასში ჩართული იყვნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პრეზენტაცია (მომხსენებლები: მ. სეხნიაშვილი, ნ. თამოევი) კი შუამთის სკიტებს ეხებოდა. ორი სკიტი შუამთის ტყეში მდებარეობს, მათი არსებობის შესახებ ბევრმა არც კი იცის, აღმოჩნდა, რომ ჩვენი სექციის მონაწილეებმაც არ იცოდნენ, ამდენად, პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია.

კონფერენციიის დასასრულს ქ-ნმა გვანცა მოლაშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა, დამსწრე საზოგადოებამ კი ისურვა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდეს.

მადლობა ქ-ნ გვანცა მოლაშვილს კონფერენციის წარმატებულად ორგანიზებისა და წარმართვისთვის, ხოლო ქ-ნ მაია სილაგაძეს, თელავის მე-7 სკოლის დირექტორს, გაწეული მასპინძლობისთვის“, - ვკითხულობთ პედაგოგის, მარინე სეხნიაშვილის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება