სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი თეა ტყებუჩავა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შემაჯამებელ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
04-07-2022
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად შრომობდნენ. ასევე, პროფესიულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავდნენ და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა თუ კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობდნენ. 

მათ შორის, აღსანიშნავია 28 ივნისს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შემაჯამებელი კონფერენცია. 

კონფერენციის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით საკუთარი წარმატებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

2021-2022 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდასაჭერად, სკოლაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდებოდა.

კონფერენციაზე სკოლა და საკუთარი ნამუშევარი - „შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების იმიტაცია“ ხელოვნების მასწავლებელმა თეა ტყებუჩავამ წარადგინა.

„კონკრეტული კომპლექსური დავალება მერვე კლასში განხორციელდა. პირობა საინტერესოდ იქნა მიწოდებული მოსწავლეებისთვის; მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება - ჭედურის ჩარჩოს გააკეთებდნენ ხატისთვის თუ მთლიანად ჭედურის ზედაპირს, დაგეგმილ შესაბამის აქტივობაზე მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - თუ რას მოიცავდა ლითონ-მქანდაკებლობა და ჭედვითი ხელოვნება; ასევე, ონლაინ სივრცეში საინტერესო იყო თანამედროვე ოსტატის, ავთანდილ მოწონელიძის სახელოსნოში სტუმრობა... დანარჩენი გაკვეთილები დაეთმო აქტივობებს, მუშაობის პროცესებს: ორნამენტების ხატვას, ძაფით, ცხელი წებოთი ეფექტების მიღებას, საბოლოო კომპოზიციის ჩამოყალიბებას და ბოლოს ფორმირებას... ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი იყო ჩვენი სკოლიდან წარდგენილი. კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესოდ წარიმართა“, - აღნიშნავს წარმატებული პრეზენტატორი თეა ტყებუჩავა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება