სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები რაიონულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
29-06-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი - ნინო წიქარიშვილი და ზაზა ყრუაშვილი რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

28 ივნისს, ქალაქ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქეთევან ჭიპაშვილისა და ზოგადი განათლების დანერგვის ექსპერტის, ეკატერინე გურგენაშვილის ორგანიზებული რაიონული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას მიწვეული სტუმრები, განათლების სისტემაში მომუშავე ექსპერტები და მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მასწავლებლები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

კონფერენციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლები. 

„მოგეხსენებათ, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც დაიწყო 2019 წელს და მისი ძირითადი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო ცხოვრების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოება და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლება, სადაც მოსწავლეთა შრომა გადაიქცევა შემოქმედებით და შემეცნებით ძალებად; ამასთანავე, მოიცავს სასკოლო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას, თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას. 

ყვარლის N2 საჯარო სკოლიდან კონფერენციაში ორი პედაგოგი მონაწილეობდა- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო წიქარიშვილი და სპორტის მასწავლებელი ზაზა ყრუაშვილი.

ნინომ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა ახალი განათლების ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური დავალებები, რის საფუძველზეც მეტად დადებითი შეფასება/უკუკავშირი მიიღო ქართული ენის პედაგოგ-ექსპერტისაგან, შორენა ძამუკაშვილისაგან და ორგანიზატორ ეკატერინე გურგენიშვილისაგან. როგორც თავად ნინომ აღნიშნა, „კომპლექსური დავალებაზე: ამბის შეთხზვა მუშაობისას ყვარლის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს თამარ ფხაკაძის შესანიშნავი ტექსტი - „კაჭკაჭის ოქრო-ვერცხლი და ბულბულის გალობა“.

მოსწავლეებმა მიიღეს ინსტრუქცია: წარმოიდგინე, რომ ერთი კაჭკაჭი გადაწყვეტს მოპარული მძივი  დაუბრუნოს მის პატრონს - პატარა გოგონას. უნდა შეთხზათ ბაქია კაჭკაჭის ახალი ამბავი.

მოსწავლებლეებს უნდა მოეფიქრებინათ სათაური, მოემზადებინათ სამი ილუსტრაცია. ერთზე უნდა დაეხატათ ამბის - დასაწყისი, მეორეზე - ამბის შუა ნაწილი, მესამეზე - ამბის დასასრული. მათზე დაყრდნობით უნდა მოეყოლათ ამბავი. ნახატი შეეძლოთ შეესრულებინათ ბუკშიც პროგრამების „paint“ ან „ვსწავლობთ თამაში“-ის გამოყენებით. 

კომპლექსური დავალების განხორციელების სამიზნე ცნება იყო: სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე)(შედეგები:  (I). 4, 5, 6)  ქვეცნება: თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული). კომპლექსური დავალების განხორციელების დროს მოსწავლეებმა იმუშავეს მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსებით (მარცვლების ყუთები,სიტყვის აბლაბუდა, სიტყვის პირამიდა, ვიზუალური და ასოციაციური რუკები,პერსონაჟის რუკა, იდეების უჯრები, გამართული კითხვის თვითშეფასების სქემა და სხვა). შესაბამისად, საინტერესო და და სახალისო აქტივობები განხორციელდა ამ კომპლექსურის ეტაპებზე მუშაობის დროს.

კომპლექსური დავალების მნიშვნელოვანი მხარეები მოსწავლეებისთვის გახლდათ:
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში გაიგეს ახალი ლექსიკური ერთეულები; იმუშავეს ვარაუდების გამოთქმაზე სათაურის, ილუსტრაციების მიხედვით; გამოხატეს საკუთარი აზრი და დამოკიდებულებები ტექსტის მიმართ; ჩამოუყალიბდათ მარტივი სამეტყველო ფუნქციები; განივითარეს წერის სტრატეგიები; იმუშავეს ახალი გრაფიკული მაორგანიზებლების დახმარებით; გაუაქტიურდათ შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარი; გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი (საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნეს); აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითად განეწყნენ;

შედეგად მიღებული გამოცდილებაა ის, რომ ეს კომპლექსური დავალება სხვადასხვა დავალების შესრულებას მოიცავდა, რომლის შესრულებამაც მიიყვანა ჩემი მოსწავლეები ერთ დასახულ მიზნამდე; მათ საკუთარი ფანტაზიითა და ტექსტზე - „კაჭკაჭის ოქრო-ვერცხლი და ბულბულის გალობა“ დაყრდნობით მოიგონეს ამბავი, რომლის გასიტყვებამაც მათ მისცა თავდაჯერებულობა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა“.

საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ზაზას მიერ გაწეული შრომა, მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ მისი პროექტი „სათამაშო სახეობა - ფრენბურთი“ კომპლექსური დავალებების სახით გახლდათ წარმოდგენილი. ზაზა ყრუაშვილი სპორტის ფესტივალზე დაჯილდოვდა მედლით, მე-2 ადგილზე გასვლით. კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება