სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლამზირა ოსეფაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნა
11-04-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას გაკვეთილი მიეძღვნა.

მე-10 კლასში ,ისტორიის გაკვეთილზე, პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა აღნიშნული თარიღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მოსწავლეებმა ვიდეო-ფოტო მასალა ნახეს, ისტორიები მოისმინეს და თავიანთი აზრი დააფიქსირეს.

„1989 წლის 9 აპრილს თბილისში რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს. მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის დროს დაიღუპა 21 ადამიანი. მოთხოვნა იყო: საქართველოს დამოუკიდებლობა.
მიტინგის დარბევამდე, მთავრობის სახლის წინ სიტყვით გამოვიდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, გადაენაცვლათ ქაშუეთის ეკლესიაში.
მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, მომიტინგეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვეს. აქციის ორგანიზატორები დემონსტრანტებს მიუთითებდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ მათზე იერიშის მიტანის შემთხვევაში. ახალგაზრდების ნაწილი კი სიტუაციის განმუხტვას ცეკვით ცდილობდა.
რუსთა ჯავშანტრანსპორტიორები წამოვიდა ხალხის წინააღმდეგ, მოყვებოდნენ ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომელთაც დაარბიეს მიტინგი, გაუშვეს მომწამლავი გაზი, ქალაქის საავადმყოფოებში ადგილი აღარ იყო, დაშავებულები და მოწამლულებით იყო სავსე.
რის ფასად დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობა. მალე 1991 წელს  დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია“,- წერს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება