სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბათუმი ჩემი ქალაქია“ ​- აჭყვას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-03-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებზე მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მუშაობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი თემაზე - „ბათუმი ჩვენი ქალაქია“ მოამზადეს.

აღნიშნული პროექტის შესახებ მეცხრეკლასელმა, ხატია თურმანიძემ წერილი გაავრცელა:

„პროექტის მომზადების იდეა, ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის ნახვის შემდეგ დაიბადა. მუზეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ქალბატონ ირინე გორგაძესთან ერთად დავათვალიერეთ. ჩვენც მოვინდომეთ შეგვექმნა ბათუმის ღირსშესანიშნავ ძეგლთა მაკეტი, გვესაუბრა მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე. კლასი გავიყავით სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს გვქონდა განსხვავებული დავალება. გონიოს ციხის მაკეტი შეიქმნა ელიზა თურმანიძის თაოსნობით, ანბანის კოშკი ევა თურმანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო ლუდის ქარხანა ალიკა ემირიძემ დაამზადა. მოვიძიეთ მასალები ბიბლიოთეკაში, ასევე ინტერნეტში. ვფიქრობ, პროექტი საინტერესო გამოვიდა. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის და რა თქმა უნდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ირინე გორგაძეს, რომელიც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესის შინაარსიანად წარმართვისათვის“, - წერს მე-9 კლასის მოსწავლე ხატია თურმანიძე.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება