სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N127 სკოლის მოსწავლეებს ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ
19-10-2021
-
+


თბილისის N127 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ.

პედაგოგებმა ირინა მელიქიძემ და ნინო ხმალაძემ მოსწავლეები კრწანისის ტყე-პარკი წაიყვანეს და „განძის მაძიებლები“ ათამაშეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ინტერესითდა და ხალისით ჩაერთნენ. 

„მესამე წელი დაიწყო იმის მოლოდინში, რომ თამამად, ნიღბის გარეშე მიუახლოვდები მოსწავლეს, მაგრამ ისევ რეგულაციები... ასეთ დროს გიჩნდება სურვილი, სხვასაც და საკუთარ თავსაც ცოტათი მაინც გაუფერადო პანდემიით გამოწვეული სიცარიელე. ამ სურვილმა წარმოშვა იდეა, ჩაგვეტარებინა ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული გაკვეთილი ღია სივრცეში, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ შესაძლებლობა, ცოდნა, გართობა და დასვენება გაეერთიანებინათ.
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად ავირჩიეთ უმშვენიერესი კრწანისის ტყე-პარკი. იქ მდებარე კოშკები და გალავნები შემეცნებით თამაშს კიდევ უფრო „მაგიურს“ ხდიდა.
მოსწავლეებს ევალებოდათ ტყის მბრძანებლის, ტყაშმაფას მიერ დასმული კითხვებისათვის ეპასუხათ, რათა მოეპოვებინათ განძისკენ მიმავალი გზის ცხრა გასაღები. დავალებების შესასრულებლად მოსწავლეები იყენებდნენ როგორც საგნობრივ ცოდნას, ასევე ლოგიკურ მსჯელობასა და სივრცეში ორიენტირების უნარს. განძის აღმოჩენისთვის, გარდა კითხვებზე პასუხისა, ქვიშის საათით განსაზღვრულ დროში, მათ მოუწიათ „კოშკების“ აშენება, ხის ასოებით სიტყვების აწყობა, კომპასით გადაადგილება, რუკის გამოყენება და ა.შ. ასევე ძალზედ სახალისო აღმოჩნდა განძის მცველის მოსახიბლად  „მაგიური“ სიმღერის შესრულება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მშობელთა ჩართულობა და გულშემატკივრობა. გაჩნდა იდეა, ხშირად დავგეგმოთ და განვახორციელოთ მსგავსი აქტივობები. 
დღე სასიამოვნო დაღლილობით დასრულდა. მჯერა, ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ამ ღონისძიებით მიღებული ემოციები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება