| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი სასიხარულო ამბით დასრულდა, მე-9 კლასის კურსდამთავრებულმა თამუნა სურგულაძემ ნახატების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა.
„Georgia Aqtive/აქტიური საქართველოს“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ნახატების კონკურსი „ოლიმპიზმი საქართველოში“ (გრაფიკა, ფერწერა VII-IX კლასი) და ფერწერის დარგში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ბოსტანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის კურსდამთავრებული - თამუნა სურგულაძე.
ბოსტანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ თამუნას გამარჯვებით და შემდგომ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა