სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ, რომ სწავლა ასე ძალიან გიყვარს“ - თეკლათის საჯარო სკოლის წარმატება izurne.ge-ში
09-04-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში და ამის დასტური გახლავთ მათი მონაწილეობა ყველაზე მზრუნველ პროექტში.

izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის დღეს, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელმა, ნატალი ოთხოზორიამ კიდევ ერთხელ, ასახელა სკოლა, გაახარა ოჯახი და izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი შესანიშნავი შედეგით გაიარა.

„მე ნატალი ოთხოზორია ვარ, სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. ჩემი ჰობია-ცეკვა. განურჩევლად ყველა საგანი მიყვარს და ზოგადი ცოდნის გაღრმავება, რაშიც წლებია მეხმარება izrune.ge.

ჩემთვის მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და მოტივაციისთვის - სტიმული, izrune.ge კი ამის საუკეთესო მაგალითია. ყოველი ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ერთგვარი თავგადასავალია, ცოდნის  საოცარ სამყაროში.
ვიწვევ ყველა მოსწავლეს, ვინც ჯერ არაა ჩვენს დიდ ოჯახში გაერთიანებული.
გავიღრმაოთ ცოდნა izrune.ge- სთან ერთად! მადლობა ჩემს მშობლებს, პედაგოგებს და izrune.ge-ს“, - ასე გაგვაცნო თავი ნატალი ოთხოზორიამ, რომლის შედეგებსაც ყველაზე მზრუნველი პროექტი ასე გამოეხმაურა:

„ბეჯითმა და ნიჭიერმა ნატალიმ სკოლა და საყვარელი ადამიანები შესანიშნავი შედეგით ასახელა! 
ყოჩაღ, ნატალი, ბრწყინვალე შედეგია! ყოჩაღ, შენს მზრუნველ ოჯახსა და საყვარელ მასწავლებლებს, რომ შენი განათლების მოტივაციაზე ასე გულმოდგინედ ზრუნავენ! წარმატებები ცეკვაში! ვამაყობთ, რომ სწავლა ასე ძალიან გიყვარს და თანატოლებსაც მოუწოდებ, ცოდნა გაიღრმავონ! შენი ასეთი მოტივაცია ნამდვილად კარგი მაგალითია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება