სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე ინტერესით მუშაობენ
07-04-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ძალიან მოსწონთ. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელ კომპლექსურ დავალებებზე პედაგოგი ნათელა კახაძე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და გვიამბობს:

„ცოდნა არის ძალა, რომელიც საუკეთესო გზაა თავის დამკვიდრებისთვის და თვითრეალიზაციისთვის“.
მოსწავლეს ბუნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქვს ნანახი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში გამოყენებას ორგანიზებას ვერ უკეთებს. პრაქტიკაც არ აქვს სხვადასხვა მიდგომების ხარჯზე მათი გამოყენების.  შიშობს შეცდომის დაშვებაზე.    
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელი კომპლექსური დავალებები სწორედ მოსწავლეებს დაეხმარება ნანახის თეორიასთან დაკავშურებაში, ანალოგიების პოვნაში და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაში.
გადავწყვიტე კომპლექსური დავალების შეტანა ახალი სკოლის მოდელის არაჩართულ სკოლაშიც: წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლის მე-10 კლასში.   

გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა:

თუ ყოველდღიური სწავლების პროცესში მოსწავლეები დემოტივირებული იყვნენ,  კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს აქტიურები არიან, თვითონ არის ჩართული – წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახდენს ახლის კონსტრუირებას.

დავალებებზე მოსწავლე საკმაო ხანს მუშაობს, პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება, რეკომენდაციებს აძლევს როგორ გააკეთოს დავალებები, რითაც ბიძგს აძლევს მოსწავლის ცოდნათა ორგანიზებას, ძველსა და ახალ ცოდნას შორის უთიერთდაკავშირებს.

ჩემი კომპლექსური დავალების მოკლე მონახაზზს გავაკეთებ:

თემა: ორგანიზმთა მოძრაობა

საკითხი:  ჯამრთელობა და დაავადება.
ყველაფრის მთქმელი:               

ორ  მნიშვნელოვან მიგნებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: 1. „უძრაობას სიზარმაცე მოაქვს, მუშაობაში იბადება იდეები“ ეს არის რეფორმები. მიხაროდა, როცა ვხედავდა მოსწავლეები მსჯელობდენ, ყურადღებით აკვირდებოდენ მათ გარშემო მსგავს მაგალითებს, მაგალითად, ერთი მოსწავლე საუბრობდა აჭარის თაღოვან ხიდებზე და ხაზს უსვამდა მისი  სოფლის  „ფურტიოს ხიდს“.

  1. საკუთარ თავთან კითხვის დასმა „როგორ გაუძლო ამდენ წლებს“ მოიშველია ფიზიკა და ხელოვნება, კავშირებიდან გამომდინარე გაჩნდა სურვილი შეხვედროდნენხელოვნების დაფიზიკის მასწავლებელს, მოუსმინეს, შემდეგ გამოიტანეს დასკვნები თაღი: არამარტო არქიტექტურა, სიმძიმის გადანაწილების ცენტრი, რაც დაასესხეს ბუნებას ფეხის თაღის შესაბამისად.
    მოსწავლეები ხაზს უსვამდენ როგორ მოეწონათ სხვადასხვა  მასწავლებლის ჩართულობაზე, ერთი საკითხის ირგვლივ.

მოსწავლე აღნიშნავს: მსგავსი ადრეც გვქონდა მაგალითად ინტეგრირებული გაკვეთილებიდან, მაგრამ კომპლექსურ დავალების ხიბლია: დრო-დროში გაჩენილი იდეების ფორმურირება, ჩემეული ხედვა,

ფიქრი: სად ვნახე მსგავსი და ახლა მე რა შემიძლია  ცხოვრებაში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება