სიახლეები
სკოლები

როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში? - დირექტორების შეფასებები
19-11-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. არის თუ არა ხარვეზები ონლაინ სწავლებაში? აქვს თუ არა საშუალება ყველა მოსწავლეს, რომ ჩაერთოს დისტანციურ გაკვეთილებში? რა ხერხს მიმართავენ მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ? - ამ თემებზე სკოლის დირექტორები გვესაუბრებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა:

„თუ შევადარებთ გასულ სასწავლო წელს, როდესაც დისტანციური სწავლება ახალი დანერგილი იყო, ბევრად უკეთესი სიტუაციაა, რადგანაც ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სწავლის პროცესში. ისინი ჩართულები არიან „თიმსის“ პროგრამაში. აქედან გამომდინარე, დადებითად ვაფასებ ჩვენს სკოლაში დისტანციურ სწავლებას“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი:

„ონლაინ გაკვეთილების დროს ინტერნეტის პრობლემები არის ხოლმე, მაგრამ დისტანციური სწავლების პირველ პერიოდთან შედარებით, ყველაფერი უკეთ მიმდინარეობს. ყველა აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები".

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:

„სწავლის პროცესი ბევრად გაუმჯობესებულია. გასულ სასწავლო წელს უფრო მეტი პრობლემა იყო დისტანციური სწავლების დროს. ამჯერად, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, აუცილებლობის შემთხვევაში მასწავლებლები მათთან საკომუნიკაციოდ იყენებენ სოციალურ ქსელებსაც“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარის საჯარო სკოლის დირექტორი მახმუდ მამედოვი:

„წინა პერიოდთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ბავშვებს უკვე შეუძლიათ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა. ტექნიკის პრობლემა კი არის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახერხებენ, დამხმარედ იყენებენ ასევე სოციალურ ქსელებსაც“.

ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაჰამედ ალახვერდიევი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები, ბავშვები აქტიურად და მონდომებით არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი ხაზეინ მუსაევი:

„ჩვენი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. მოსწავლეები ჩართულები არიან სასწავლო პროცესში. გასული წლის პერიოდთან შედარებით უკეთესია სიტუაციაა. არის ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებით, თუმცა საერთო ჯამში, სწავლის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი ვახიდ მეხტიევი:

„სწავლა დისტანციურ რეჟიმშია ჩვენთან. მასწავლებლები, გარდა „თიმსისა“, იყენებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას, ეს არის სოციალური ჯგუფები თუ სხვა. ასე, რომ ყველას შეუძლია ჩართვა სწავლების პროცესში“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი:

„ჩვენი სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. პრობლემები ბევრია, რადგანაც ბავშვებს არ აქვთ არც ტელეფონები და არც კომპიუტერები, ამიტომ საკმაოდ რთულია მათთვის სწავლის ასეთი რეჟიმი“.

მარნეულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი დილარა დარგალი:

„თუ გასული სასწავლო წლის სიტუაციას შევადარებთ, დისტანციური სწავლება წელს ბევრად უკეთესია ვიდრე მაშინ, როცა დაინერგა. მოსწავლეები უფრო მობილიზებულები და თავდაჯერებულები გახდნენ. მშობლების აქტიურობაც გაზრდილია, მითუმეტეს დაბალ კლასებში. რა თქმა უნდა, გვყას ისეთი ბავშვებიც, ვისაც არ აქვთ კომპიუტერი და ზოგს ტელეფონიც, მაგრამ ვცდილობთ, რაიმე მოვიფიქროთ და როგორმე მივაწოდოთ არსებული მასალა“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი ვუსალ ბაირამოვი:

„200 ბავშვი გვყავს, 185 აქტიურადაა ჩართული „თიმსის“ პროგრამაში. დაახლოებით 15 მოსწავლეს აქვს ინტერნეტის/კომპიუტერის პრობლემა. პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართულები „თიმსის“ პროგრამაში, სასწავლო სიტუაცია ნორმალურია, დადებითად შევაფასებდი“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ცნობილია, რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ სკოლებს 2025-2026 სასწავლო წელს

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

„ვერავის ვაიძულებთ, სკოლაში ფართი იჯარით აიღოს“... - მინისტრი სასკოლო კვებაზე

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება