სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი გარდაბნის, მარნეულის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში? - დირექტორების კომენტარები
18-11-2020
-
+


კორონავირუსის გამო საქართველოს სკოლები სწავლების სხვადასხვა რეჟიმზე არიან. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, სკოლების ნაწილში კი გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდება.

რა ვითარებაა გარდაბნის, მარნეულის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში? - დირექტორები გვესაუბრებიან: 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ელშად გასანოვი:

„44 მოსწავლე მყავს, 40 ჩართულია სასწავლო პროცესში. დანარჩენი ოთხიც მალე ჩაერთვება. გასულ სასწავლო წელთან შედარებით, დისტანციურ სწავლებაში ჩართულობა ამჯერად მაღალია და სწავლების ხარისხიც ბევრად უკეთესი“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი:

„დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავედით. ჩვენთან ყველა მოსწავლე ჩართულია სწავლების პროცესში, თუმცა პირველკლასელებს უჭირთ ყველაზე მეტად სწავლების ასეთი ფორმა“.

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე:

„ცოტა უკეთესობაა გასული სასწავლო წლის დისტანციურ სწავლებასთან შედარებით. მეტია ჩართულობა ონლაინ სწავლებაში. სიტუაცია, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მაინც უფრო მეტი ჩართულობა და ინტერესია მოსწავლეების მხრიდან“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი:

„დისტანციური სწავლების კუთხით რთული სიტუაციაა სკოლაში. ინტერნეტი არ არის, ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მასწავლებლები საკომუნიკაციოდ უფრო მეტად ტელეფონებს და სოციალურ ქსელებს იყენებენ“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი ხაიალე შარაევა:

„ონლაინ სწავლებაში ჩართულია უფრო მეტი მოსწავლე, მშობლების ჩართულობამაც უფრო მეტად უკეთესი ვითარება გვიჩვენა პირველ პერიოდთან შედარებით. მოსწავლეები აქტიურად ესწრებიან გაკვეთილებს“.

გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა:

„ყველა კლასში მყავს 8-10 მოსწავლემდე, სწავლების მხრივ ძალიან კარგი ვითარებაა, რამდენიმე ბავშვი დაგვრჩა „თიმსში“ დასარეგისტრირებელი და ყველა შეძლებს მუშაობას ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ბევრად უკეთესი სიტუაციაა გასული წლის დისტანციურ სწავლებასთან შედარებით.  პირველკლასელებისთვის ძალიან რთულია. პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში მათთან ერთად და გაუადვილონ სწავლების პროცესი“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მანუკიანი:

„ვფიქრობ, არ გვაქვს პრობლემები დისტანციურ სწავლებასთან. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები, ცდილობენ, დაეხმარონ ბავშვებს, უყიდონ ლეპტოპები, ვართ ჩართულები „თიმსში“ და ვიყენებთ სოციალურ ქსელებს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრება სკოლაში ყოფნას, მაგრამ მაინც კარგია, რათა ბავშვებმა იმეცადინონ და ისწავლონ“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ ამირხანიანი:

„ჩვენთან სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიას ხელი არ შეუშლია და შეგვიძლია ყველა რეკომენდაციის დაცვით საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ სწავლა“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორი არშალუის პოლოიანი:

„სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაკვეთილები და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ სკოლაში სიარულის და ბავშვებთან რეალურად კონტაქტის შესაძლებლობა გვაქვს“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი:

„დავდივართ სკოლაში. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ხელს არ გვიშლის პანდემია, რომ სკოლის კედლებში ჩავატაროთ გაკვეთილები“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის დირექტორი ტიგრან სარუხანიანი:

„ორი კვირა ვიყავით ონლაინ სწავლებაზე, ახლა დავბრუნდით სკოლაში, ყველა მოსწავლე დადის და ესწრება გაკვეთილებს. სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი შავარშ კუკურტჩიანი:

„ჩვენთან დისტანციურ სწავლებაზე არავინ არაა, ჩვეულ რეჟიმში ვატარებთ გაკვეთილებს. ყველა მოსწავლე დადის სკოლაში. სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება