| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასლან შაინიძნის სახელობის დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ბერიძე საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს. მოსწავლემ დამაფიქრებელი მოსაზრება გამოხატა ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე.
ბავშვების აღზრდა იზოლაციის დროს
„მიმდინარე მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ შორის ჩემს ცხოვრებაშიც. ზოგი რამ უკეთესობისაკენ წარიმართა, ზოგი კი რუტინული ცხოვრების, უცვლელი დიაგრამად დარჩა. განვითრების ერთგვაროვანი გარდასახვა განსაკუთრებით აღინიშნება გარდატეხის ასკში მყოფ აღსაზრდელებზე, რომელთაც თვითიზოლაცია, დისტანცია, ჰიგიენა ფსიქოლოგიური დაძაბულობა და სხა მოვლენები დიდ ზიანს აყენებს, სოციალურ ადაპტაციაზე. პრობლემის გადაჭრის გზებზე კი მიდის აქტუალური დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
უფროსებს უნდა ახსოვდეს, რომ გარდამავალ პერიოდში მთავარ პრიორიტეტად ბავშვების სწორი აღზრდა რჩება, მათთვის დისციპლინისა და ვალდებულებების შესწავლა, მითუმეტეს რომ პანდემიის დროს ბავშვები მეტად დამოკიდებულები გახდნენ ინტერნეტ სივრცეზე, რის გამოც გაღიზიანების დათრგუნვა უჭირთ.
იზოლაცია ასევე რთული იყო იმ ბავშვებისთვისაც, რომლებისთვისაც სახლში დიდი ხნით ყოფნა დამთრგუნველია. მიუხედავად ამისა, არსებულ სიტუაციას კარგი მხარეც აქვს, მაგალითად, მოზარდები, რომლებიც იშვიათად ხედავდნენ მშობლებს, დატვირთული გრაფიკის გამო, კარანტინის პერიოდში საშუალება მიეცათ, ერთად გაატარონ დროის უმეტესი ნაწილი და აკეთონ საყვარელი საქმე, წაიკითხონ წიგნი, მეტად დააფასონ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები.
გვახსოვდეს! ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები! ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, აღმოვაჩინოთ და ვეცადოთ როგორც შეგვიძლია, ისე გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.
თამთა ბერიძე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში