სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიეცემათ თუ არა მასწავლებლებს დახარვეზებული კვლევების გამოსწორების შესაძლებლობა?
13-01-2020
-
+


რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა, რომლებსაც პრაქტიკული კვლევა დაუხარვეზდათ და მიეცემათ თუ არა დახარვეზებული კვლევის გამოსწორების შანსი? - ეს კითხვები ყველა იმ პედაგოგს აწუხებს, რომელიც წამყვანის სტატუსის მინიჭებას  ელოდება. 

როგორც „ეტალონისთვის“ გახდა ცნობილი, ამ საკითხს მასწავლებლის სახლი აქტიურად განიხილავს და პედაგოგებისთვის შანსის მიცემას აპირებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სამინისტროს პოზიციაა, რომ მათ შრომა დაფასდეთ.

მასწავლებლები დახარვეზებული კვლევების გამოსწორებას მიმდინარე სემესტრში შეძლებენ. ვადები და დეტალები კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასწავლებლის პროფესიული რეგულირების ახალი წესი ამოქმედდება. სწორედ მასში იქნება შესაბამისი ჩანაწერი, ამ დროისთვის ზუსტ ფორმულირებაზე მსჯელობენ. 

შესაბამისად, პედაგოგები, რომლებსაც კვლევა დაუხარვეზდათ, მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალ წესს უნდა დაელოდონ, რომელიც 2019 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.   

შეგახსენებთ, რომ უფროს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარდა 19 კრედიტქულის დაგროვებისა, რამდენიმე სავალდებულო აქტივობა უნდა შეესრულებინათ, ესენია: ორი სამოდელო გაკვეთილი, რომლებიც თითო 1 კრედიტით შეფასდებოდა, კვლევა, რომელიც 2 კრედიტით ფასდებოდა და გარე დაკვირვება, რომელიც პედაგოგს 4 კრედიტს მიანიჭებდა.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკული კვლევა მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების სქემაში შემავალი ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის საშუალებითაც მათ სტატუსის ამაღლება შეუძლიათ.

ასევე იხილეთ: როდის ამოქმედდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, რომელშიც ყველა ცვლილება იქნება გაწერილი?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება