სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ამოქმედდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, რომელშიც ყველა ცვლილება იქნება გაწერილი
06-01-2020
-
+


მასწავლებლებისთვის 2020 წლიდან მთელი რიგი სიახლეები იგეგმება. როგორ შეიცვლიან პედაგოგები სტატუსს, ვისთვის იგეგმება სავალდებულო ტრენინგები, რა ჩაანაცვლებს კრედიტებს? - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესში იქნება გაწერილი.

მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების ახალი წესი 2019 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დოკუმენტზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამ დრომდე მუშაობს.

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ჯერ არ ამოქმედებულა. ჯერჯერობით ცვლილებები შედის და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. იანვარში, სავარაუდოდ, მზად იქნება“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი „ეტალონთან“ საუბარში.

მასწავლებლის სახლის ცნობით, სიახლეების ამოქმედების შემდეგ, პედაგოგის  საქმიანობას სპეციალური კომისია შეამოწმებს. ეს იქნება რესურსცენტრის ბაზაზე. მომდევნო წლებში უფროსი და წამყვანი პედაგოგების სტატუსის ასამაღლებლად, კომპლექსური შეფასება იქნება აუცილებელი. თუმცა კონკრეტულად რა მოქმედებები უნდა შეასრულოს მასწავლებელმა, რომ ახალ საფეხურზე ავიდეს, პროფესიული რეგულირების ახალი წესი დაადგენს.

როგორც დაანონსებული იყო, 2020 წელს მასწავლებლებისთვის ახალი ტიპის გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, მსგავსი ტიპის გამოცდა 2020 წლის ზაფხულისთვის ვერ მოესწრება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, გამოცდა სტატუსის შესაცვლელად იქნება აუცილებელი პირობა, თუმცა, არ იქნება საკმარისი. ამ ეტაპზე მზადდება სასწავლო რესურსები, რათა მასწავლებელმა იცოდეს, რაში ჩაუტარდება გამოცდა და როგორ უნდა მოემზადოს.

სტატუსის ობიექტურად მინიჭების გამო, პედაგოგები პროფესიონალიზმის მიხედვით შემოწმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდის ჩაბარების გარდა მასწავლებლის საქმიანობა კომპლექსურად შეფასდება, შემოწმდება მისი უნარ-ჩვევები და ბავშვებთან დამოკიდებულებაც.

მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესში იქნება ვალდებულება, რომ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის დაენიშნოთ ტრენინგის კონკრეტული რაოდენობის საათები. ასევე აღნიშნულმა დებულებამ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის და რამდენი ტრენინგის გავლა მოუწევს პედაგოგს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვნელი ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, მასწავლებლის რეგულირების წესის საშუალებით პედაგოგებს მეტი დრო მიეცემათ კლასში სამუშაოდ, თავად სკოლები დაადგენენ, რა სჭირდებათ მათ პედაგოგებს პროფესიული განვითარებისთვის.

ერთი წლის წინ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის ამოქმედების შემდეგ II ეტაპი იგეგმება, რომლის მიხედვითაც 2020-2022 წლებში დამტკიცდება სკოლების შიდა ხარისხის მართვის დიფერენცირებული მოდელები და ინსტრუმენტები, გარდა ამისა სკოლა, მზაობის შემთხვევაში, შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება