სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
01-05-2019
-
+


ყვარელის მუნიციპალიტეტის,  წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებლის ეკატერინე ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მე-VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ამ ღონისძიების მნიშვნელობა გააცნეს და პრეზენტაციის სახით მდიდარი ინფორმაცია,  ფოტომასალა და თემატური მუსიკალური კლიპი წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს კი ვიქტორინა ითამაშეს.

მოწავლეებმა ხმამაღლა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს და აქტიურად იყოს ჩართული ყოველწლიურად დაგეგმილ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიებში, რომლებიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ხოლმე.

„დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“-არის ასეთი ცნება. ჩვენ დავამატებდით - დავასუფთაოდ ჩვენი სოფელი, სკოლა, სტადიონი და უბნები - განაცხადეს მონაწილე ბავშვებმა. - საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი - „სუფთა რეგიონი“. კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში დანაგვიანებულ ადგილებს დაასუფთავებენ. გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი, დაბა, სუფთა სოფელი, თემი და ლამაზი ეზო. და ჩვენც შეგვიძლია ყოველწლიურად დავგეგმოთ მსგავსი კონკურსი და სოფელში გამოვავლინოთ ყველაზე სუფთა უბნები, სკოლაში - ყველაზე სუფთა საკლასო ოთახები, დერეფნები და მთლიანად სართული“,-აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება