სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

I კლასში იმ მოსწავლეებსაც მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ - გადაწყვეტილება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს შეეხება
03-03-2026
-
+


საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო განათლების გაუმჯობესების მიზნით, სხვადახვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს, კერძოდ იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას. ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად, გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხავა რეგიონში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან სასკოლო სასკოლო ასაკის გარდა არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია, ამასთან სისტემატურად ვეცნობოდი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისი წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით, უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების - ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა განათლების მინისტრმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება