სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ბოგილას“ ინიციატივით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
27-04-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბ „ბოგილას“ ინიციატივით გამართული ღონისძიება. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ ქეთევან ჟღენტთან ერთად მიმოიხილეს ამ დღის დაარსების ისტორია. ასევე მედიცინის და ჯანდაცვის განვითარების გზა: პირველი სავალდებულო ვაქცინაციიდან თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მიღწევებამდე.

დამსწრე პედაგოგებთან ერთად გამართული დისკუსია დაეთმო ჯანმრთელობის მსოლფიო ორგანიზაციის 2026 წლის სლოგანს - „ერთად ჯანმრთელობისათვის მხარში დავუდგეთ მეცნიერებას“. 

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რომ მეცნიერული პროგრესი და ხარისხიანი განათლება საზოგადოების განვითარების მთავარი საყრდენია.

ღონისძიება დასრულდა თემატური და სახალისო ვიქტორინით - „ჯანდაცვა პოსტერებში“, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ჯანმრთელობის მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება