სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მატნის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
17-04-2026
-
+


14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე - 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, დამწერლობის უნიკალურობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. 

„უნდა გვახსოვდეს რომ დედა ენა არის ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი ფესვებისა და ტრადიციების მატარებელიცაა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ხაზი გაუსვეს ღონისძიებს მნიშვნელობას. 

სკოლაში მადლობას უხდიან ქართული ენის მასწავლებლებს: ელენა  ბათურიშვილს, ჟანა კოტორაშვილს და მე-6 მოსწავლეებს ამ შესანიშნავი ღონისძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები
„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება