| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა აღმოჩენებითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
ახლახან, ხელოვნების პედაგოგმა - თამარ ხოშტარიამ და მათემატიკის პედაგოგმა - მადონა ბენდელიანმა ძალიან საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე - „ხელოვნება და მათემატიკა ერთ სივრცეში“.
ამასთანავე, VIII-X კლასებში განხორციელდა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი თემაზე -„პერსპექტივის აღმოჩენა: ხელოვნება და მათემატიკა ბრუნელესკის ნაშრომებში“. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ ერთიანდება ხელოვნება და გეომეტრია რეალისტური გამოსახულების შექმნაში.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეისწავლეს პერსპექტივის ტიპები, გაეცნენ ბრუნელესკის აღმოჩენებს, პრაქტიკულად შექმნეს ქალაქის ნახაზი ორწერტილოვანი პერსპექტივით, გააანალიზეს ცნობილი ნამუშევრები
აქტიური მონაწილეობითა და კრეატიული დავალებებით მოსწავლეებმა უკეთ გაიგეს, როგორ ეხმარება მათემატიკა მხატვრობას და როგორ იქმნება სივრცის ილუზია სიბრტყეზე.
„მართლაც, ძალიან საინტერესო, აღმოჩენებით სავსე და მრავალფეროვანი გაკვეთილი გამოვიდა. შედეგი - ცოდნა, პრაქტიკა და შთამბეჭდავი ნამუშევრების წარმოდგენა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება და მასწავლებელთა შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა