| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გაიმართა.
ჯგუფში განხორციელდა აქტივობა - „მე ვიღებ ჩემს მეგობრებს“.
აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა გააფერადეს პაზლებისგან შექმნილი გული და შიგნით ჩაწერეს საკუთარი სახელები. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ემპათიის, ტოლერანტობისა და განსხვავებულობის მიღების უნარის განვითარებას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრობის მნიშვნელობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.
„აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში პოზიტიური სოციალური უნარების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით ემოციური იყო აქტივობის დასასრული - ბავშვებმა გააფერადეს ჩახუტების ბარათი და ერთმანეთს მეგობრულად ჩაეხუტნენ. ამით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მეგობრობა ნიშნავს სიყვარულს, მხარდაჭერას და ერთმანეთის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა