სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მარათონი - „სააღდგომო სახელოსნო“ წარმატებით დასრულდა 
03-04-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა ოთხდღიანი მარათონი - „სააღდგომო სახელოსნო“ - პროექტი, რომელმაც გააერთიანა ყველას შემოქმედება, ტრადიციები და მეგობრობა. 

პირველი დღე: გაცნობა და მენტორობა

მარათონი აღდგომის ტრადიციების შესახებ შემეცნებითი პრეზენტაციით დაიწყო. ამავე დღეს აიღო სტარტი მენტორობის პროექტმა: უფროსკლასელებმა უმცროსი მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი მასტერკლასები ჩაატარეს. მათ ერთად შექმნეს პირველი სადღესასწაულო ნაკეთობები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და შთაგონება.

მეორე დღე: ფერები და თამაშები

მეორე დღე კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა! სკოლა გადაიქცა ნათელ სახელოსნოდ, სადაც ბავშვები სააღდგომო კვერცხების შეღებვას სწავლობდნენ. შემოქმედებითი ნაწილის შემდეგ, უფროსკლასელებმა უმცროსებისთვის სააღდგომო თამაშები მოაწყვეს, რამაც ყველას დიდი სიხარული აჩუქა.

მესამე დღე: გამოფენა და აღიარება

სკოლის დერეფნები ბავშვების ნამუშევრების დიდმა გამოფენამ დაამშვენა. მშობლებმა და მასწავლებლებმა პატარა ოსტატების შრომის შედეგები იხილეს. მნიშვნელოვანი მომენტი იყო უფროსკლასელი მენტორების წახალისება - მასწავლებლებმა მათ მადლობა გადაუხადეს პასუხისმგებლობისა და უმცროსი მეგობრების დახმარებისთვის.

მეოთხე დღე: ფინალი და თბილი ჟესტი

მარათონი ყველა მონაწილის საპატიო სიგელებით დაჯილდოებით დასრულდა. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი საჩუქრების გაცვლა გახდა: უფროსმა მენტორებმა ბავშვებს სუვენირები გადასცეს, საპასუხოდ კი სააღდგომო ბაჭიების ნახატები მიიღეს - გულწრფელი მადლიერება პატარებისგან.

„ეს პროექტი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მან აჩვენა, თუ რამდენის მიღწევა შეგვიძლია მოსწავლეთა ნიჭის, მასწავლებელთა პროფესიონალიზმისა და მშობლების მხარდაჭერის წყალობით. ერთად ჩვენ ვქმნით კეთილ ტრადიციებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება