სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლისა და მშობლის მხრიდან გამოხატული ნდობა, აღიარება“- თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ტაბატაძე
03-04-2026
-
+


„ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, სურვილმა, ვიყო პოზიტიური ცვლილებების ნაწილი და დავეხმარო მომავალ თაობებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში“,- აღნიშნავს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ტაბატაძე, რომელიც საკუთარ საქმეს გულანთებული ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლებული და ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

სკოლის დირექტორი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს როგორ უნდა აღვზარდოთ პასუხისმგებლიანი, მოტივირებული და მოაზროვნე თაობა? რა როლი აქვს ამ პროცესში სკოლას, მასწავლებელსა და მშობელს?

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვაძლევთ არჩევანის თავისუფლებას და საშუალებას, თავად მართოს საკუთარი სასწავლო პროცესი, დაუშვას შეცდომები და გააანალიზოს მათი შედეგები.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მასწავლებლისა და მშობლის მხრიდან გამოხატული ნდობა, აღიარება და იმის განცდა, რომ მისი შრომა და პროგრესი ფასდება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ჩემი აზრით, ღირებულებებს, კრიტიკული აზროვნების უნარსა და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო პრაქტიკულ გამოცდილებას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ეს ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც გუნდური მუშაობისა და ემპათიის მეშვეობით სოციალიზაციის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- სწავლა უფრო საინტერესოა, როცა თეორიული მასალა დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლე ხედავს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებადობას.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის თვითგანვითარება და სწავლის სწავლა, რათა მან შეძლოს ცვალებად სამყაროში მუდმივად განაახლოს საკუთარი ცოდნა.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ამ გადმოსახედიდან, ალბათ სასკოლო ასაკში მიღებულმა არც თუ სასიამოვნო გამოცდილებამ, რომელმაც გამიჩინა სურვილი რაღაცის შეცვლის, გაახლების… მოკლედ, სურვილმა, ვიყო პოზიტიური ცვლილებების ნაწილი და დავეხმარო მომავალ თაობებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება