სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის სკოლის ​მოსწავლეებისთვის, ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო
01-04-2026
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის სკოლის ​VIIა კლასის მოსწავლეებისთვის, ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში (მასწავლებელი: გულო კვინიკაძე), დაიგეგმა და მოეწყო გასვლითი, სასწავლო-შემეცნებითი, კომპლექსური ექსკურსია.

VIIა კლასის დამრიგებელია მზია ბლუაშვილი გახლავთ. 

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ობიექტს კონკრეტულად:

1.ლადო  გუდიაშვილისა და ​ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმებს;

3.სიონის საკათედრო  ტაძარს;

4. პანტანასას დედათა მონასტერს;

5. გალერია-თბილისს.

„ძირითადად, ექსკურსია მიეძღვნა პარიზში მოღვაწე, ქართველი მხატვრების შემოქმედების გაცნობასა და გააზრებას, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას. ვინაიდან ჩვენი ექსკურსია დავამთხვიეთ მისი „პარიზული კოლექციის გამოფენას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მუზეუმში ვიზიტისას მოსწავლეებმა თავად შეაფასეს, თუ რაოდენ ბუმბერაზი მხატვარი იყო პარიზში მოღვაწე ლადო გუდიაშვილი. მათ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მხატვრის უნარმა, მხატვრული ოსტატობითა და სიღრმით გადმოეცა ქალის ღვთაებრივი სილამაზე. (პორტრეტი, ჯგ.პორტრეტი, ნიუ და ა.შ.)

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მისმა ნამუშევარმა - „სადღეგრძელო“ (1941), რომელიც ნათლად ასახავს მხატვრის სტილსა და ემოციურ გამომსახველობას.

ლადო გუდიაშვილი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი მონუმენტალისტი მხატვარი.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს, რამაც მათ საშუალება მისცა უფრო ფართოდ გაცნობოდნენ მხატვრის კულტურულ მემკვიდრეობას.

„ჩემი როგორც  პედაგოგის აღფრთოვანება  გამოიწვია  მოსწავლეთა  ჩართულობამ და ელენეს  ნახატების  მოსაკლისებამ. მაგალითად „კახეთი ზამთარი“. 

ექსკურსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნების მასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირდაპირი მოვალეობაა მსგავსი გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, რადგან სწორედ ასეთ გარემოში ეძლევათ მოსწავლეებს შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას და გააღრმავონ ცოდნა“,- გვეუბნება მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი გულო კვინიკაძე და დასძენს, რომ ექსკურსიის დასასრულს მოსწავლეები უფასოდ დასაჩუქრდნენ საინფორმაციო ბუკლეტებით, რამაც მათი ინტერესი და დადებითი ემოციები კიდევ უფრო გააძლიერა.

„სიონის ტაძარი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. ექსკურსიის ფარგლებში აქაც მოვიხადეთ ჩვენი სულიერი ვალი - ყვავილებით შევამკეთ ილია II-ის საფლავი და სანთლებით მოვიხსენიეთ“,- გვიყვება პედაგოგი. 

შთაბეჭდილებებითა და საოცარი ემოციებით დაიტვირთნენ მოსწავლეები დედოფალ პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტერში. 

ექსკურსიის დასასრულს მოსწავლეები ესტუმრნენ გალერეა-თბილისში არსებულ გასართობ  ცენტრ  „რეა-რიას“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება