| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, „პის დღე“ აღინიშნა.
მე-10 კლასელებმა V-IX კლასის მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია „პი“ რიცხვის შესახებ. მსმენელებს აუხსნეს, რატომ არის ეს რიცხვი მნიშვნელოვანი, რატომ და როგორ აღნიშნავენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ მათემატიკურ დღესასწაულს. ასევე, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაო: გაზომეს რამდენიმე წრის ფორმის სხეულის წრეწირის სიგრძე და დიამეტრი;
გამოთვალეს წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან. უმცროსკლასელებს მოასმენინეს პი რიცხვისადმი მიძღვნილი მუსიკაც, რომელიც დევიდ მაკდონალდმა დაწერა და ნოტების მეშვეობით დაიმახსოვრა პი რიცხვში მძიმის შემდეგ 122 ციფრი.
რადგან პის დღე მათემატიკის დღედაც ითვლება, მოსწავლეებმა ზოგიერთი გამოჩენილი მათემატიკოსი გაიხსენეს და ისაუბრეს მათ ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე.
ზოგიერთმა მეათეკლასელმა მათემატიკის მასწავლებლის როლი მოირგო და საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს დაწყებით კლასებში.
„ამ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა, რომ მათემატიკა მოსაწყენი მეცნიერება არ არის და მისი სწავლა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ „ტვინი მოგვიწესრიგოს“,- აღნიშნავენ ღონისძიების ინიციატორები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა