სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ვაჟა ფშაველას შემოქმედება სცენაზე გააცოცხლეს
25-03-2026
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თამარ ნათაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი „სათაგური“,  რომელიც ვაჟა-ფშაველას ცნობილი მოთხრობის მიხედვით დაიდგა. 

წარმოდგენამ, რომელიც ესტატე პაპას სხვენზე მცხოვრები წრუწუნების თავგადასავალზე მოგვითხრობს, დიდი მოწონება დაიმსახურა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის.

პატარა მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს პერსონაჟების - ფიცხელას, ცქმუნასა და სხვების ემოციები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მეგობრობისა და ერთგულების მნიშვნელობას.

ღონისძიების საგანმანათლებლო მიზნებზე საუბრისას სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, იმუშავეს მეტყველებაზე, სცენურ მოძრაობასა და გუნდურ პრინციპებზე.

ღონისძიება დასრულდა მხურვალე ოვაციებით. 

ღონისძიების ხელმძღვანელი ამაყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობით და მადლობას უხდის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის. 

„დღეს სცენა უბრალოდ სცენა არ იყო. ის იყო ამ პატარა მარგალიტების დიდი ზღაპარი, სადაც თითოეულმა ბავშვმა თავისი წილი სინათლე აანთო.  მათი თვალები ისე ანათებდა, თითქოს სიტყვები ცოცხლდებოდნენ და თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა: სითბო, შრომა, მეგობრობა, პატიება, მიტევება და სიყვარული… 

ეს არ იყო უბრალოდ სპექტაკლი - ეს იყო ემოცია, რომელიც დიდხანს დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.

მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი დღის ნაწილი გახდა. მე ამაყი ვარ და ბედნიერი! მადლობა უფალს, ამ საოცარი დღისთვის…

დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ მიყვარს ჩემი საქმე და რატომ ვერ მოვხუჭე თვალი გასულ ღამეს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს საოცარ მშობლებს, რომ არა მათი თანადგომა, ეს დღე ვერ შედგებოდა.

გულწრფელი მადლობა ჩემი სკოლის დირექციას, ყველგან და ყოველთვის გვერდში დგომისათვის და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება