სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
20-03-2026
-
+


ვაჰან ტერიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, წიგნის ჩუქებისა და სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას, შემდეგ კი ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

ეს დღე  განსაკუთრებული იყო განძის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში. დღე, როდესაც წიგნი გულიდან გულამდე ხიდად გაიდო. ხოლო თუმანიანის სიტყვები ჩვენს გზაზე სინათლედ იქცა.

წიგნის ჩუქება მხოლოდ საჩუქარი არ არის, ეს ნდობაა, რწმენა და სითბოა. თითოეული გვერდით, ჩვენ ახალ სამყაროს ვხსნით, ახალ აზრს, ახალ ოცნებას. თავისი სიტყვებით თუმანიანმა გვასწავლა, ვიყოთ კეთილები, სამართლიანები და ჰუმანურები. დაე, მისმა ნამუშევრებმა ჩვენს სულებში სიკეთის ცეცხლი აანთოს, და წიგნი ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარი გახდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცნობილი სომეხი მწერლის შემოქმედებას დიდი სიყვარულით ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები
„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება