სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მრავალი ღირსებით შემკული გაკვეთილი“- ქუთაისის N21 სკოლის მე-6 კლასელთა გერმანული ენის ღია გაკვეთილი მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით წარიმართა 
09-03-2026
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მე-6ა კლასში გერმანულ ენაში ღია გაკვეთილზე პედაგოგმა მედეია რევიამ სწავლება ახალი მეთოდებისა და გზების ძიებით წარმართა, სხვადასხვა სახალისო აქტივობებითა და ინტერესით.

თავდაპირველად სამოტივაციო კითხვებმა პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე, მათი ინტერესის პროვოცირება გამოიწვია. პედაგოგმა გაააქტიურა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და შექმნა კლასში დადებითი განწყობა.

გაკვეთილის თემა გახლდათ - „საათები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო მიზნები იყო რეალისტური, მორგებული მოსწავლეთა კომპეტენციებზე, გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან, მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.

მოსწავლეები თავდაჯერებულად მსჯელობდნენ თემებზე, გვთავაზობდნენ საკუთარ ხედვებს, წარმოაჩინეს აზროვნების, პრობლემის ხედვისა და გადაჭრის, შეფასების, არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარები. აქტივობები მოიცავდა თემატურ ნახატებს შესაბამისი ინფორმაციული ტექსტებით, პრეზენტაციებს, ჯგუფურ მუშაობას, როლურ თამაშებს, ზეპირად გაითამაშეს მარტივი ხასიათის დიალოგები და სცენები, რომელიც თემის გათვალისწინებით უკავშირდებოდა ადამიანთა საქმიანობას. მოსწავლეებმა ნასწავლი სიტყვები და ფრაზები გამოიყენეს სავარჯიშოებზე მუშაობისას.

გაკვეთილზე დემოკრატიული სასწავლო გარემო იყო შექმნილი. სუფევდა მოსწავლეთა მაძიებლური ცნობისმოყვარეობა, ჰარმონიული და სასიამოვნო, განვითარებადი და საინტერესო მუშაობის პროცესი. ბავშვური ფანტაზიის მრავალფეროვნება. მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება,ახალი ცოდნის მიღება. გამოვლენა მოსწავლეთა მაღალი შესაძლებლობებისა და კრეატიული ხედვის. შეძლეს, სხარტი მეტყველება და ლექსიკის გამდიდრება, მარტივი დიალოგების შედგენა ნაცნობ სიტუაციებზე დაყრდნობით (თვეები, დღეები, წელიწადის დროები, საათები), გრამატიკული ელემენტებისა და კითხვითი ნაცვალსახელების გამოყენება. გაამთლიანეს არსებული და ახლად მიღებულ ცოდნა.

„გაკვეთილმა ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის გამყარებას, დამოუკიდებელი მუშაობის, ინტერპრეტაციის, თვითრეალიზაციის და თვითმართვის უნარების განვითარებას. გაზარდა მოსწავლეთა შინაგან მოტივაცია და ინტერესი, მიღებული ცოდნის ღირებულება, კომპლექსური აზროვნება, შემოქმედებით უნარები.

გაკვეთილი დაკავშირებული იყო პრაქტიკასთან, ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრასთან.

გამოყენებული რესურსი (თვალსაჩინოება, აუდიოვიზუალური საშუალებები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები) აერთიანებდა წარმატებისათვის აუცილებელ მრავალ ელემენტს: ჩართულობას, დაინტერესებას, ინფორმაციებს, მონაცემებზე იოლ წვდომას, გუნდურ მუშაობას, სოციალურ აქტუალურობას, ხელს უწყობდა მოტივაციის ამაღლებას. გაკვეთილი გავიდა სასურველ შედეგზე.

მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა გამსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, ესგ-ის მიზნებიდან გამომდინარე მოხდა შეფასება/გაზომვა. დამსწრე კოლეგებმა ისაუბრეს მიღებულ სასიამოვნო შთაბეჭდილებებზე, მოიწონეს მოსწავლეების საქმიანობის ხარისხი.

„მრავალი ღირსებით შემკული გაკვეთილი“- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები. 

„წარმატებები ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებსა და სკოლის სიღრმისეული პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის პედაგოგს, ქალბატონ მედეია რევიას“,- დასძენენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება